სწავლა - ნაბიჯი სინათლისაკენ
Monday, February 8, 2021
Wednesday, November 6, 2019
Thursday, June 7, 2018
Tuesday, May 29, 2018
Monday, May 28, 2018
საწრეო მუშაობის ამსახველი მასალა
სახალისო დავალებები
https://drive.google.com/file/d/1bYjeyUVw8Cdykar3K79fNKeI5EIrVai5/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1hZe6lm6BKllMwIcG_R7iTuJcju5-LwsN/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/16yf5E4fPMpAs2Txv1uDXLhhRM3MS2CoH/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/15upRsBIXxiQjyYZZhUy4FLKA3S09UDWH/view?usp=sharing
აქტივობა ,,შევასრულოთ მოქმედება"
https://drive.google.com/open?id=1hKZbtPuy-EBXaEZqzyFaadpyIRsnDyfp
https://drive.google.com/open?id=1dFCJ6FqEJNJUKAJ7WjRqzMNvSD0sP81W
https://drive.google.com/open?id=1NAseKBGxl18wquLLgbXYXVImjCXJmfdV
Monday, April 16, 2018
საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი
საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი არის თეორიისა და პრაქტიკის, სწავლისა და ცხოვრების კავშირი.
ცოდნა, რომელსაც გადავცემთ მოსწავლეებს მაშინ იწვევს ინტერესს და ახდენს მათი შემეცნებითი აქტივობის სტიმულირებას, როდესაც ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და მისი გამოყენება შეიძლება პრაქტიკული
ამოცანების გადასაწყვეტად. მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ
პრაქტიკაში შეამოწმონ და გამოიყენონ შეძენილი ცოდნა. სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითები
შევავსო მოსწავლეთა საყოფაცხოვრებო გარემოდან აღებული მაგალითებით. დავუკავშირო სასწავლო
მასალა მოსწავლეთა მშობლიური ქალაქის/სოფლის განვითარების პერსპექტივებს, ქვეყნის განვითარებას.
თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირების ტრადიციული გზებია
ექსკურსიები, მოსწავლეთა მიერ ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების
შესრულება, მოსწავლის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობა. ლიტერატურის გაკვეთილებზე მხატვრული
ნაწარმოებების შესწავლისას, პოეტური ნაწარმოების კითხვისას, მოსწავლეებმა არა მარტო
შინაარსი უნდა აღიქვან და დაიმახსოვრონ, არამედ გაუჩნდეთ პერსონაჟებისადმი თანაგანცდა
და მათი თავგადასავალი საკუთარ თავზე „გადმოიტანონ“, ანუ გაუჩნდეთ მხატვრულ ნაწარმოებში
განვითარებული მოვლენების თანამონაწილეობის განცდა.
გარდა ამ ტრადიციული მეთოდებისა, საგნობრივი ცოდნის
ტრანსფერისათვის საკლასო და კლასგარეშე მუშაობისას
გამოიყენება:
განმარტებით-ილუსტრაციული მეთოდი, ანუ
ვერბალური მეთოდებისა (საუბრები, თხრობა და ა.შ.) და ვიდეო ფრაგმენტების, ნახატების,
სქემების ერთობლიობა. ისევე, როგორც სწავლების
პროცესში თვალსაჩინოებების გამოყენების დროსაც საჭიროა დავიცვათ ზომიერება: თეორიულ მასალის პრაქტიკასთან დამაკავშირებელი
კონკრეტული მაგალითების რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული, რომ ამ მაგალითების სიჭარბემ
არ „გადაფაროს“ მოსწავლეთა შემეცნებაში შესასწავლი ცოდნის სისტემის ფორმირება.
პრაქტიკული და დამოუკიდებელი სამუშაოები, ცხოვრებისეულ სიტუაციათა ანალიზი. არ დავივიწყოთ მოსწავლეების წახალისება მცდელობისთვის, მითითება როგორ გააუმჯობესონ, სრულყონ ან შეცვალონ ნამუშევარი. განსაკუთრებული შედეგის მომტანია ნორჩ გამომგონებელთა
კონკურსის მოწყობა.
შემეცნებითი თამაშები, რომლებიც ცხოვრებისეულ ელემენტებს შეიცავს. მოსწავლეებთან ერთად „ცხოვრებისეული ხასიათის“ ამოცანებისა
და სავარჯიშოების შედგენა და ამოხსნა.
კვლევითი მეთოდი, რომელიც ბუნებრივ და ხელოვნურ ობიექტებსა და მოვლენებზე დაკვირვებასთან
ერთად, ბეჭდვითი ლიტერატურისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების
(ინტერნეტი) მეშვეობით მათ ახსნას მოიცავს.
მოსწავლეები დაინტერესდებიან თუკი მათ თანამედროვე
ტექნოლოგიებზე, საწარმოო ურთიერთობებზე, შრომის პროგრესულ მეთოდებზე მოვუთხრობთ.
სწავლების ეფექტურობისათვის, არ
უნდა ჩატარდეს არც ერთი მეცადინეობა, რომელზეც
მოსწავლეს არ ექნება გაცნობიერებული საკუთარი სამუშაოს, შესასწავლი მასალის ცხოვრებისეული
აუცილებლობა. რაც შეეხება საგნობრივი ცოდნის ცხოვრებასთან კავშირზე აქცენტის გაკეთებას,
ეს მასწავლებლის შემოქმედებით მიდგომაზეა დამოკიდებული. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე,
ეს შეიძლება მოხდეს როგორც თეორიული მასალის
სწავლების წინ, ინტერესის გაღვივებისა და მოტივაციის გაზრდისათვის, ასევე თემის სწავლების
პერიოდში, ან დასასრულს.
რამდენიმე ეტაპად გადმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია დავასკვნა, რომ ტრანსფერი სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია, რომელიც ახლავს
ცოდნის შეძენას, სტრატეგიების გააზრებასა და განწყობათა გამოხატვას – ყველაფერს, რასაც შევისწავლით ერთი კონტექსტისთვის და გამოვიყენებთ განსხვავებულ
ვითარებაში. შეძენილი ცოდნის
ცხოვრებაში ტრანსფერის პროცესი მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში და განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებით კლასებში
სწავლებისათვის, რამდენადაც ამ დროს, ასაკობრივი თავისებურებების გამო, ბავშვებს უჭირთ
აბსტრაგირება. კონკრეტული, „ცხოვრებისეული“ მაგალითებით, პრაქტიკული სამუშაოებით
ინტერესის გაღვივება ზედა კლასებში სამეცნიერო ცოდნის ათვისებას უყრის საფუძველს. პრაქტიკის მოშველიებით მოსწავლეებს მუდმივად უნდა შევახსენოთ სკოლაში ასათვისებელი ცოდნის აუცილებლობა.
Wednesday, April 11, 2018
ტრანსფერის სახეები
სასწავლო პრაქტიკაში ტრანსფერის მნიშვნელობის
შესახებ უკვე მოგახსენეთ. ახლა განვიხილავ ტრანსფერის
სახეებს.
ახლო ტრანსფერი ხორციელდება
მაშინ, როცა ახალ ცოდნას მსგავს გარემოში ვიშველიებთ. მაგალითად: საგნობრივი
უნარები, რომლებსაც რომელიმე
ერთი საგნის
ფარგლებში ფლობს მოსწავლე და საჭიროებისამებრ იყენებს
სხვა საგანშიც.
შორი ტრანსფერი ხდება კონტექსტისგან ძლიერ განსხვავებულ სიტუაციაში. მაგ:
თუ კარგად თამაშობ ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც საჭადრაკო პარტიას სჭირდება, შეიძლება გამოიყენო
ბიზნესშიც ან ინვესტიციების
დაბანდებისას. ჭადრაკში წინასწარ უნდა გათვალო მოსალოდნელი შედეგი და აარჩიო საუკეთესო სვლა, რომელიც უმოკლეს ხანში მოგიტანს მოგებას. წინასწარი გათვლები საჭიროა ბიზნესშიც. ჭადრაკი და ბიზნესი ერთმანეთისგან შორს
არის, ამიტომ ეს შორი ტრანსფერია. სწავლა-სწავლებასთან მიმართებით ეს ცნება გულისხმობს სკოლაში ნასწავლის გამოყენებას არასასწავლო გარემოში, მაგალითად, მათემატიკის ცოდნა ბიზნესის დაგეგმვისას.
პოზიტიური ტრანსფერი წინარე გამოცდილებიდან ნასწავლის სხვა კონტექსტში გადატანის შესაძლებლობას გაძლევს და პოზიტიური
შედეგი მოჰყვება. მაგ: თუ
ისწავლე მონაცემების შეგროვება და
ორგანიზება,
სხვა შინაარსის მონაცემებთან მუშაობა გაგიადვილდება. ეს შეიძლება პოზიტიურ ტრანსფერად ჩავთვალოთ.
ნეგატიური ტრანსფერი თუ
მონაცემებზე მუშაობა ძალიან
ბევრი ასპექტის მოძიებას ან
ორგანიზებას მოიცავს და
შესაძლებელია თავი ვერ გაართვა.
მარტივი ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც მცირე ძალისხმევაა საკმარისი ტრანსფერის განსახორციელებლად. მაგ: თუ მოსწავლეები
სწავლობენ თემას -
ამინდზე დაკვირვება, მასწავლებელი მიუთითებთ, სად შეიძლება ამინდის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზის მოძიება, ისინი კი ლაშქრობისთვის მზიან დღეს
შეარჩევენ.
რთული ტრანსფერი ხდება
უფრო კომპლექსური დავალებების შესრულებისას, როდესაც შედეგის მისაღწევად მრავალმხრივი, მრავალჯერადი ტრანსფერია საჭირო.
ავტომატური (გაუაზრებელი) ტრანსფერის დროს, ადამიანი სპონტანურად პასუხობს სიტუაციას, რომელიც ძალიან ჰგავს გარემოს, რომელშიც მან საჭირო ცოდნა აითვისა. მაგალითად, კითხვის უნარს ყოველგვარ გარემოში დაუფიქრებლად ვიყენებთ.
გააზრებული ტრანსფერის მაგალითად,
შესაძლებელის მივიჩნიოთ ცოდნა, რომელსაც მასწავლებელი
ტრენინგზე იღებს და გადააქვს
პრაქტიკაში. მაგ: სწავლობს კლასის მართვას და კონფლიქტის წინაპირობის დანახვისას იხსენებს
რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ ვითარებაში, რას ამბობდნენ ტრენინგზე კოლეგები ამის შესახებ, რა მაგალითები მოჰყავდათ საკუთარი გამოცდილებიდან.
Sunday, April 1, 2018
ტრანსფერი სასწავლო პროცესში
ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს კომპეტენციები, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში, რათა ადამიანმა თვითრეალიზება და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება შეძლოს. ამ კომპეტენციების დაუფლება სკოლიდან იწყება. სკოლა ხელს უნდა უწყობდეს პრაქტიკული თუ სიმბოლური აზროვნების განვითარებას, სწავლის ჩვევების გამომუშავებას (იმის სწავლებას, როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ უკეთესად), აზროვნების სხვადასხვა დონის, ინოვაციური და ტრანსფერული (გადატანითი) უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლემ უნდა შეძლოს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარებაც.
ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს:
1. სტატიკური ანუ დეკლარაციული ცოდნა, როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები, ცნებების განმარტებები, ფორმულები (მაგ: ზმნის განმარტება, შეკრების წესი);
2. დინამიკური ანუ პროცედურული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს (მაგ: თუ შეკრების წესის გამოყენებით ხსნის მაგალი თებს);
3. ფუნქციური ანუ ტრანსფერული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში, მოახდინოს ცოდნის გადატანა ანუ ტრანსფერი.
ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს:
1. სტატიკური ანუ დეკლარაციული ცოდნა, როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები, ცნებების განმარტებები, ფორმულები (მაგ: ზმნის განმარტება, შეკრების წესი);
2. დინამიკური ანუ პროცედურული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს (მაგ: თუ შეკრების წესის გამოყენებით ხსნის მაგალი თებს);
3. ფუნქციური ანუ ტრანსფერული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში, მოახდინოს ცოდნის გადატანა ანუ ტრანსფერი.
ტრანსფერი რომელიმე სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს.
დიმიტრი უზნაძის თეორიის თანახმად აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის/გადატანის უნარი. თუკი მოსწავლე გადაჭრის ერთ ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: “აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს”.
ტრანსფერს საკმაოდ ხშირად
ვიყენებთ ყველგან,
სადაც კი გვჭირდება რაიმე ტიპის ცოდნა, უნარი, სტრატეგია. ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის საშუალებით
ხდება წინსვლა. ისეთი
ყოფითი საკითხი, როგორიცაა მაგალითად საცხოვრებელი
გარემოს გაუმჯობესება, ხორციელდება ტრანსფერის
საშუალებით, რადგან სასურველი გარემოს მოსაწყობად ახალი ცოდნის მიღებაა საჭირო მიღებული ცოდნა
კი დასახული მიზნისთვის
გამოიყენება.
განათლების სპეციალისტებისთვის თავსატეხი ყოფილა ის თუ, რა შემთხვევაში ხდება ან არ ხდება ტრანსფერი. საგნობრივი ცოდნის ტრანსფერის
პრინციპის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მოსწავლეებმა გაიგონ თეორიული ცოდნის მნიშვნელობა
ადამიანის ცხოვრებაში, მის პრაქტიკულ საქმიანობაში, ასევე, შეეძლოთ ათვისებული ცოდნის გამოყენება იმ პრაქტიკული ხასიათის
ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც წამოიჭრება მათ წინაშე. ასეთი უნარ-ჩვევები არის
მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწავლებისას დამყარდეს კავშირი „ცოდნა-ცხოვრება“: ცხოვრებიდან
ცოდნისაკენ, ცოდნა - ცხოვრებაში.
განვითარების პროცესში მყოფი მოზარდის გონება იწყებს ზოგადი კონცეფციებით აბსტრაქტული სამყაროს შექმნას და რეალობის ახლებურად აღქმას. თანამონაწილეობის განცდა ადამიანისა და სამყაროს კავშირის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის გააზრების საშუა ლებას აძლევს. მოსწავლეები უფრო რეალისტურად აღიქვამენ თავიანთ როლს სამყაროში. მტკიცებულებებისა და სიმართლის ძიების
პროცესი აყალიბებს მათში უამრავ უნარ-ჩვევას,
რომელსაც შემდგომ ცხოვრებაში იყენებენ.
ცხოვრება კი მათი იდეების ღირებულების შეფასებისა და შემოწმების საშუალება აძლევთ.
ჩემი, როგორც მასწავლებლის მიზანია, თეორიული ცოდნის დინამიკურ და ტრანსფერულ ცოდნად გარდაქმნა, არა მარტო ცოდნისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების მოსწავლეებისათვის გადაცემა, არამედ მოსწავლეთა იმ იდეებით დაინტერესება,
რომლებიც მათ მიერ მიღებულ ცოდნას უდევს საფუძვლად. ამით სწავლების პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება.
ტრანსფერი თავისთავად არ ხდება. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა. ტრანსფერი რომ განხორციელდეს უნდა გავითვალისწინო
მისი ხელშემწყობი პირობები:
1. ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი უნდა იყოს;
2. სწავლების პროცესში ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ შეძენილი გამოცდილება მოსწავლემ შესაძლოა სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენოს;
3. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული
თუ გარკვეულ დროს დავუთმობ საკითხის ფართოდ განხილვას და მოსწავლეებს მივუთითებ სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებსა და ფაქტებზე მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევის
როგორც მოვლენის სწავლებისას მოსწავლეებს მივუთითებ და რუკაზე მოვაძებნინებ
შესაბამის ადგილებს, ასევე პრაქტიკულად
მათ მიერ შექმნილი მოდელების
გამოყენებით მოვახდენ ვულკანის ამოფრქვევის იმიტირებას
ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. ყოველი მოგვარებული
პრობლემა იქცევა წესად, რომელიც სამომავლოდ სხვა პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება მათ.
ოჯახურ
თუ სასკოლო გარემოში ყოფნისას, როდესაც სწავლობ, როგორ მოიქცე ადამიანებთან, როგორ მოთოკო
თავი, არ აჰყვე გამაღიზიანებლებს, გამოიმუშავებს
საკუთარი
ემოციების მართვის უნარს, ამ
უნარ-ჩვევების ტრანსფერი თავს
იჩენს სხვადასხვა სიტუაციაში,
გარემოში და ადამიანებთან
ურთიერთობაში.
ტრანსფერი განათლების საძირკველია. ბავშვებს
კითხვას არ
ვასწავლით
მხოლოდ კონკრეტული დავალების
ამოსაკითხად. უბრალოდ
ვასწავლით კითხვას, რომელსაც ის ნებისმიერ ვითარებაში: სტატიის კითხვისას, საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებისას, თვალსაწიერის
გასაფართოებლად ლიტერატურის კითხვისას გამოიყენებს და ყველა ცალკეული შემთხვევისთვის სწავლებაზე დროს აღარ ვკარგავთ. მოსწავლეების მიერ
დაწერილი მცირე ზომის
თხზულებები ერთგვარი ტრანსფერია, თუ
შეიცავს შედარებას, საკუთარი
გამოცდილების აღწერას.
თუ
ბავშვი უცხო ენის სწავლებისას
შეამჩნევს,
რომ ზოგიერთი სიტყვა უსწავლელადაც ესმის, ენის სწავლის, წერის,
კითხვის სტრატეგიებსაც
ადვილად იყენებს უცხო
ენაზე დაწერილი ტექსტის სწავლების
პროცესში ნიშნავს რომ ტრანსფერი განხორციელდ.
მათემატიკას
იმისთვის ვასწავლით, რომ მომავალში შეძლონ ოჯახის
ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვა, საყიდლებზე სიარული, აითვისონ პროფესია,
რომლისთვისაც მათემატიკური საფუძვლები მნიშვნელოვანია და
არა მხოლოდ იმისთვის, რომ
მაგალითების ამოხსნა შეძლონ.
მასწავლებელმა ერთნაირი აქტივობის შესრულება უნდა მოსთხოვოს მოსწავლეს სხვა ტიპის დავალებაზე მუშაობისას. მაგ: IV კლასში ბუნებისმცოდნეობაში მოგზაურობების შესწავლისას,
პარალელურად ქართულის
გაკვეთილებზე შეიძლება მოხდეს მსგავსი შინაარსით
წარმოდგენილი ინფორმაციული ტექსტების შესწავლა. მოსწავლეები სხვადასხვა ტექსტში შეძლებენ მსგავსი თუ განსხვავებული ფაქტებისა და დამოკიდებულების ამოცნობას, შემეცნებას, აღწერას.
გაკვეთილებზე
შეძენილი ცოდნით
მოახერხებენ აზროვნებას, სამყაროს სხვადასხვა კუთხით აღქმას.
ტრანსფერის მრავალი სახე არსებობს. შესაძლებელია მათგან ერთ-ერთი მაინც გახდეს თქვენი ინტერესის საგანი. ამიტომ შემდეგისათვის შვეცდები ამომწურავად წარმოგიდგინოთ ტრანსფერის სახეები.
Subscribe to:
Posts (Atom)