პრაქტიკის კვლევა
მ.ყამბარაშვილი
საგაკვეთილო დროის ორგანიზება კლას-კომპლექტებში
სარჩევი
შესავალი
საკვლევი საკითხი და აქტუალობა
კვლევის მიზანი და მნიშვნელობა
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ლიტერატურის მიმოხილვა
პრობლემა და ძირითადი საკითები
კლას-კომლპლექტის თავისებურებანი
კვლევის არეალი და სამიზნე ჯგუფი
ძირითადი საკვლევი კითხვები
მეთოდოლიგია
მონაცემთა ანალიზი
კითხვარების დამუშავება
ინტერვიუს შეფასება
თვისობრივ მონაცემთა ანალიზი
ინრტერვენციები
ინტერვენციების შეფასება
მიგნებები და რეკომენდაციები
კვლევის ნაკლოვანებები
დასკვნა
ბიბლიოგრაფია
დანართი
შესავალი
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. განათლება ის მნიშვნელოვანი აუცილებლობა, რომელიც საზოგადოებასთან ინტეგრირებას, საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებას, მომავალი ცხოვრების დაგეგმვასა და წარმართვას განაპირობებს. თავისუფალი, მაღალი იდეალების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებაზე სახელმწიფო ზრუნავს. სწავლის პროცესიც ამავე მიზანს ემსახურება. ეს ვალდებულება ადვილად მისაღწევი არ არის, მით უმეტეს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე მუდმივი ცვლილებების ფონზე. ამ სისტემის რეალობაა მცირეკონტიგენტიან სკოლებში კლას-კომპლექტების არსებობა. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ცვალებადია. ცხოვრების პირობების შეცვლის სურვილით შეინიშნება რეგიონებიდან ოჯახების გადასვლა დედაქალაქში ან მახლობელ დიდ ქალაქებში, რაც იწვევს მოსწავლეთა შემცირებას სოფლის სკოლებში. მცირეკონტიგენტიან სკოლებში იქმნება კლას-კომპლექტები.
ნაშრომში წარმოდგენილია კლას-კომპლექტებში გამოვლენილი პრობლემის, კერძოდ, საგაკვეთილო პროცესში არსებული დროის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები, დროის სწორად მართვისათვის განხორციელებული მუშაობა, საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გადადგმული ნაბიჯები. მასში ორგანიზებულად და თანმიმდევრულად გაგაცნობთ ამ ტიპის კლასებში სწავლების თავისებურებებს, ხარისხიანი სწავლების მიზნის მისაღწევად განხორციელებულ აქტივობებს. მოგაწვდით ინფორმაციას ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიის, მონაცემთა ანალიზის, ინტერვენციისა და გამოტანილი დასკვნების შესახებ.
საკვლევი საკითხი და აქტუალობა
კლას-კომპლექტი წარმოადგენს განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფით შედგენილ ერთ კლასს. მასში სწავლება სპეციფიურია და მასწავლებლისგან განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. მიუხედავად დიდი მცდელობისა კლას-კომპლექტებში მაინც იჩენს თავს გარკვეული ასპექტი, რომელიც კონკრეტული კლასისთვის შეიძლება პრობლემად იქცეს. კლას-კომპლექტში მუშაობის გამოცდილების, გაკვეთილის მსვლელობის თითეული დეტალის გააზრების, დროის ორგანიზებისა მიუხედავად მაინც ხდება შემთხვევები, როდესაც გეგმის რომელიმე ნაწილი განუხორციელებელი რჩება. მსგავსმა შემთხვევებმა ჩემს პრაქტიკაში განსაკუთრებული სიცხადით იჩინა თავი Iბ-IIIბ კლას-კომპლექტის დროს. გამოიკვეთა პრობლემა - დროის დეფიციტი საგაკვეთილო პროცესში. პრობლემა აქტუალურია რადგან:
§სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა სწავლების ხარისხს, შედეგის მიღწევას გულისხმობს. თუ დაგეგმილი აქტივობების ნაწილი შეუსრულებელი რჩება შედეგის მიღწევა ნაწილობრივ ხორციელდება, იკლებს სწავლის ხარისხი.
§დაწყებით საფეხურზე აქტივობები მრავალფეროვანი უნდა იყოს, ვიზუალური მახასიათებლებით გაჯერებული, სახალისო, ზომიერად რთული, ისე, რომ შეძლოს მოსწავლეთა მოტივაცია. გაკვეთილზე ამ მრავალფეროვნების შეზღუდვა გაანელებს მოსწავლეთა ინტერესს.
§გაკვეთილზე კარგად ჩანს მასწავლებლის ფანტაზია, მეთოდებისა და სტრატეგიების ცოდნა, სასწავლო პროცესის წარმართვის ხელოვნება, მაგრამ თუ დროში გაწერილი გეგმა შეუსრულებელი რჩება და მიზნის მიღწევას საფრთხე ემუქრება, მასწავლების პროფესიონალიზმიც ეჭვს იწვევს.
რამდენადაც ზემოთ ნახსენებმა პრობლემამ თავი იჩინა კლას-კომპლექტში არ შეიძლება ითქვას, რომ მისი სპეციფიკა ისედაც განსხვავებულია, ორ კლასთან მუშაობა ერთ საგაკვეთილო პროცესზე თავისთავად მოიაზრებს მსგავსი შემთხვევების არსებობას, გამოსწორებადია და მხოლოდ მასწავლებლის დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. პრობლემა მნიშვნელოვანია, რადგან ერთ გაკვეთილზე ხარისხიანი სწავლების მიღმა რჩება ორი ასაკობრივი ჯგუფი. ამასთანავე თუკი პრობლემა ერთხელ, ერთგან იჩენს თავს, არ არის დაზღვეული მსგავსი სპეციფიკის სხვა კლასებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას დროის დეფიციტი ან პირიქით, გაკვეთილზე რამდენიმე არამიზნობრივი წუთის შემორჩენა ერთი კლასის ფარგლებშიც ხშირია. გაკვეთილის პროცესის მოდიფიცირება დასაშვებია და მასწავლებელი შემორჩენილი წუთების მიზნობრივად გამოყენებას შეძლებს. როგორ მოიქცევა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი აქტივობის შესასრულებლად დრო აღარ ეყოფა? ალბათ ის საშინაო დავალებად გადაიქცევა, ან მომავალ გაკვეთილზე გაარჩევენ. მოსწავლეები დავალების შესრულებას თავს გაართმევენ ან გაუჭირდებათ. გააჩნია აქტივობის სირთულეს, შესაძლებელია უფროსების დახმარებაც დასჭირდეთ. მნიშვნელოვანია, რამდენად იმოქმედებს მსგავსი შემთხვევა კონკრეტული მოსწავლის თვითშეფასებაზე. გასათვალისწინებელია მშობლების ფაქტორიც. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რომ დახმარება მოცემული დავალების სირთულიდან გამომდინარე გახდა საჭირო, მათ ხომ დედა ისედაც გვერდით უზით და ამხნევებთ. მაგრამ, როდესაც კლას-კომპლექტი უკვე საბაზო საფეხურზეა, პროგრამიდან გამომდინარე, შესაძლებელია მშობელმაც ვერ შეძლოს დახმარება. მათი აზრით ბავშვები ვერ ითვისებს ახალ მასალას და მიზეზად კლას-კომპლექტს ასახელებენ, ფიქრობენ რომ სკოლისადმი მათი მოლოდინი არ გამართლდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მასწავლებლის სწორ გათვლებზეა დამოკიდებული. მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ თუ რომელიმე ნიუანსის განხორციელება ვერ მოახერხა არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემა მხოლოდ მისი არაკომპეტენტურობაა. საგაკვეთილო დროის დეფიციტი სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება წარმოქმნას:
§პირველი კლასის შემთხვევაში საინტერესოა 6 წლის ბავშვს რა დოზით აქვს გაცნობიერებული სკოლაში სწავლა, მშობელს რამდენად აქვს შექმნილი საკუთარ შვილში სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება;
§ მნიშვნელოვანია მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური ფაქტორი.
§ ურთიერთობის ფორმებისა და სოციალური უნარების განვითარების დონე;
§ მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური სიმწიფის თანხვედრა მის მეტრიკულ ასაკთან.
რადგან პრობლემა - დროის დეფიციტი, საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ასპექტიდან მომდინარეობს შესაძლებელია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია და კვლევის საფუძველს იძლევა.
კვლევის მიზანი და მნიშვნელობა
პრობლემის გამოკვეთის შემდეგ დღის წესრიგში მისი აღმოფხვრის აუცილებლობა დგება. სწორედ ამიტომ დავგეგმე კვლევა, რომლის მიზანია ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა კლას-კომპლექტებში. საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა მთავარი კითხვა - როგორ შევძლოთ საგაკვეთილო დროის ეფექტიანად მართვა? მასზე პასუხის გაცემა პრობლემის დაძლევისათვის დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებით არის შესაძლებელი და კვლევის მიზნის მიღწევასაც უზრუნველყოფს.
კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნები კლას-კომპლექტში შემსვლელ მასწავლებლებს დაეხმარებათ:
§ მოსწავლეთა ასაკობრივი მახასიათებლების ურთიერთმიმართებების გაცნობიერებაში;
§ სკოლისა და ოჯახის წარმომადგენლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოსწავლეთა სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაში;
§ უზრუნველყოფს კლას-კომპლექტში ხარისხიანი სწავლის შესაძლებლობას;
მოსწავლეებს დაგეგმილი ცვლილებების ფონზე აუმაღლდებათ მოტივაცია, მათი ქცევა გახდება მართვადი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შედეგები. დასკვნების საფუძველზე შევძლებ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე მათი ემოციებისა და ტემპერამენტის სასურველი მიმართულებით გამოყენებას. შევიძენ ცოდნას, თუ როგორ შევძლო საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება და უზრუნველვყო სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
კლას-კომპლექტში სწავლების სპეციფკიდან გამომდინარე წარმოჩენილი პრობლემის სავარაუდო მიზეზებად შეიძლება მივიჩნიოთ:
§ გაკვეთილის ჩატარება ერთდროულად ორ კლასთან;
§ მეთოდებისა და სტრატეგიების მორგება ორივე კლასისთვის;
§ კლასის ორგანიზების ფორმების შერჩევა;
§ მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლები;
ლიტერატურის მიმოხილვა
§სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა სწავლების ხარისხს, შედეგის მიღწევას გულისხმობს. თუ დაგეგმილი აქტივობების ნაწილი შეუსრულებელი რჩება შედეგის მიღწევა ნაწილობრივ ხორციელდება, იკლებს სწავლის ხარისხი.
რამდენადაც ზემოთ ნახსენებმა პრობლემამ თავი იჩინა კლას-კომპლექტში არ შეიძლება ითქვას, რომ მისი სპეციფიკა ისედაც განსხვავებულია, ორ კლასთან მუშაობა ერთ საგაკვეთილო პროცესზე თავისთავად მოიაზრებს მსგავსი შემთხვევების არსებობას, გამოსწორებადია და მხოლოდ მასწავლებლის დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. პრობლემა მნიშვნელოვანია, რადგან ერთ გაკვეთილზე ხარისხიანი სწავლების მიღმა რჩება ორი ასაკობრივი ჯგუფი. ამასთანავე თუკი პრობლემა ერთხელ, ერთგან იჩენს თავს, არ არის დაზღვეული მსგავსი სპეციფიკის სხვა კლასებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას დროის დეფიციტი ან პირიქით, გაკვეთილზე რამდენიმე არამიზნობრივი წუთის შემორჩენა ერთი კლასის ფარგლებშიც ხშირია. გაკვეთილის პროცესის მოდიფიცირება დასაშვებია და მასწავლებელი შემორჩენილი წუთების მიზნობრივად გამოყენებას შეძლებს. როგორ მოიქცევა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი აქტივობის შესასრულებლად დრო აღარ ეყოფა? ალბათ ის საშინაო დავალებად გადაიქცევა, ან მომავალ გაკვეთილზე გაარჩევენ. მოსწავლეები დავალების შესრულებას თავს გაართმევენ ან გაუჭირდებათ. გააჩნია აქტივობის სირთულეს, შესაძლებელია უფროსების დახმარებაც დასჭირდეთ. მნიშვნელოვანია, რამდენად იმოქმედებს მსგავსი შემთხვევა კონკრეტული მოსწავლის თვითშეფასებაზე. გასათვალისწინებელია მშობლების ფაქტორიც. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რომ დახმარება მოცემული დავალების სირთულიდან გამომდინარე გახდა საჭირო, მათ ხომ დედა ისედაც გვერდით უზით და ამხნევებთ. მაგრამ, როდესაც კლას-კომპლექტი უკვე საბაზო საფეხურზეა, პროგრამიდან გამომდინარე, შესაძლებელია მშობელმაც ვერ შეძლოს დახმარება. მათი აზრით ბავშვები ვერ ითვისებს ახალ მასალას და მიზეზად კლას-კომპლექტს ასახელებენ, ფიქრობენ რომ სკოლისადმი მათი მოლოდინი არ გამართლდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მასწავლებლის სწორ გათვლებზეა დამოკიდებული. მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ თუ რომელიმე ნიუანსის განხორციელება ვერ მოახერხა არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემა მხოლოდ მისი არაკომპეტენტურობაა. საგაკვეთილო დროის დეფიციტი სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება წარმოქმნას:
§პირველი კლასის შემთხვევაში საინტერესოა 6 წლის ბავშვს რა დოზით აქვს გაცნობიერებული სკოლაში სწავლა, მშობელს რამდენად აქვს შექმნილი საკუთარ შვილში სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება;
§პირველი კლასის შემთხვევაში საინტერესოა 6 წლის ბავშვს რა დოზით აქვს გაცნობიერებული სკოლაში სწავლა, მშობელს რამდენად აქვს შექმნილი საკუთარ შვილში სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება;
§ ურთიერთობის ფორმებისა და სოციალური უნარების განვითარების დონე;
რადგან პრობლემა - დროის დეფიციტი, საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ასპექტიდან მომდინარეობს შესაძლებელია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია და კვლევის საფუძველს იძლევა.
პრობლემის გამოკვეთის შემდეგ დღის წესრიგში მისი აღმოფხვრის აუცილებლობა დგება. სწორედ ამიტომ დავგეგმე კვლევა, რომლის მიზანია ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა კლას-კომპლექტებში. საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა მთავარი კითხვა - როგორ შევძლოთ საგაკვეთილო დროის ეფექტიანად მართვა? მასზე პასუხის გაცემა პრობლემის დაძლევისათვის დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებით არის შესაძლებელი და კვლევის მიზნის მიღწევასაც უზრუნველყოფს.
კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნები კლას-კომპლექტში შემსვლელ მასწავლებლებს დაეხმარებათ:
§ სკოლისა და ოჯახის წარმომადგენლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოსწავლეთა სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაში;
კლას-კომპლექტში სწავლების სპეციფკიდან გამომდინარე წარმოჩენილი პრობლემის სავარაუდო მიზეზებად შეიძლება მივიჩნიოთ:
§ გაკვეთილის ჩატარება ერთდროულად ორ კლასთან;
§ გაკვეთილის ჩატარება ერთდროულად ორ კლასთან;
§ კლასის ორგანიზების ფორმების შერჩევა;
კვლევის დასაწყისში, მისი ეფექტიანად წარმართვის მიზნით და შემდეგ, კვლევის მიმდინარეობისას ვეცნობოდი ლიტერატურას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხებია:
· მეტყველების ხარვეზები;
· ემოციების მართვა და ტემპერამენტი;
· სასკოლო მზაობა;
· მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
კვლევაზე აგებული, კლასიკურ და თანამედროვე თეორიებზე დაყრდნობით შექმნილი ლორა ბერკის „ბავშვის განვითარება,“ რომელშიც მოცემულია ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ურთიერთკავშირი, მივიჩნიე კვლევისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ლიტერატურულ მასალად. მისი საშუალებით გავარკვიე მეტყველებაში არსებული შეფერხებების, ავტონომიური მეტყველების განვითარებისა და ბავშვის მიერ ლექსიკური მარაგის ათვისების შესაძლებლობების შესახებ. ბავშვები მეტყველებისას შეცდომებს მხოლოდ მაშინ უკვირდებიან, როდესაც უფროსები უსწორებენ. ფონოლოგიური განვითარება ძირითადად 5 წლის ასაკისათვის სრულდება, თუმცა ახალი სიტყვის წარმოთქმასა და მნიშვნელობის გააზრებაზე გონების დაძაბვამ შესაძლებელია უფრო მოზრდილ ასაკშიც კი გადატვირთოს კოგნიტური სისტემა, რაც ბავშვებს აიძულებს, დროებით, სანამ სიტყვის მნიშვნელობას უკეთ აღიქვამენ, ცუდად გამოთქვან ის. შემეცნების გარდა ლექსიკური მარაგის ათვისებასა და გამოთქმაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციები და ტემპერამენტი. (ბერკი ლ. 2010 483). მნიშვნელოვანია მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვებმა ისწავლონ ენის ეფექტური გამოყენება სოციალურ კონტექსტში (ბერკი ლ. 2010 501). დაემორჩილონ იმ კულტურულ წესებს, რომლებიც ინდივიდთა ინტერაქციას წარმართავენ.
განხილული მოსაზრებებიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ მეტყველების პრობლემის მქონე პირველკლასელი ორი მოსწავლე, რომლებიც განიცდიან დისკომფორტს სიტყვათა არასწორად გამოთქმის გამო, მეტად უნდა ჩავრთა ინტერაქციულ აქტივობებში, რომ მათ იპოვონ ადგილი თანატოლთა გვერდით, გაბედონ საუბარი, რადგან სიტყვათა წარმოთქმაში შეფერხება, თუ რაიმე სხვა(მაგ: გენეტიკა, გადატანილი ავადმყოფობა) პრობლემიდან არ მომდინარეობს, გამოსწორებადია და სოციალური ურთიერთობების ფონზე სიტყვათა მარაგის შევსებით შეძლებენ სრულფასოვან მეტყველებას. კვლევის პერიოდში გავარკვიე, რომ აქტივობების შესრულებისას ბავშვებს უჩნდებათ უარყოფითი განცდები, შფოთი, მოასწრებენ თუ არა დავალების შესრულებას. საჭიროდ ჩავთვალე გავცნობოდი ფსიქო-ემოციური ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს აზროვნებაზე. ზემოთხსენებული ლიტერატურა ამის გარკვევაშიც დამეხმარა. შფოთვის დროს აშკარად შეიმჩნევა ჩვენს მოქმედებასა და ქცევაში ემოციურ-შემეცნებითი ურთიერთკავშირი. შფოთვა გარკვეული დოზით დასაშვებადაც მიიჩნევა: ბავშვებსა და მოზარდებში ძლიერი ან სუსტი შფოთვა აზროვნებას აფერხებს, ზომიერი შფოთვა, შესაძლოა ხელისშემწყობიც კი აღმოჩნდეს. (Sarason, 1980). ემოციები დიდ გავლენას ახდენს მეხსიერებაზეც. ბავშვებმა ფიზიკურ და სოციალურ სამყაროსთან ადაპტაციისათვის, მოტორული, კოგნიტური და სოციალური ქცევების კონტროლის მსგავსად, საკუთარი ემოციების კონტროლი, ემოციების გამოხატვის დრო და ფორმები უნდა ისწავლონ. ემოციური თვითრეგულაცია ბავშვებს, სხვადასხვა ემოციების გამოხატვის გარდა საკუთარი ემოციების მართვას ასწავლის და საჭიროებს რამდენიმე კოგნიტურ უნარს, კერძოდ, ყურადღების ფოკუსირებას და გადატანას, აზრებისა და ქცევის მოთოკვის შესაძლებლობას, დაგეგმვას ან სტრესული სიტუაციიდან თავის დასაღწევად აქტიური ნაბიჯების გადადგმას (isenberg da sxvebi, 1995b; Eisenberg & Spinrad, 2004). ემოციების თვითრეგულაციას ვახდენთ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ შფოთვის გამომწვევი სიტუაცია მალე დასრულდება. ბავშვებმა მშობლებთან, მასწავლებლებთან და თანატოლებთან ინტერაქციისას უნდა ისწავლონ ემოციების გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც სხვებში მათთვის სასურველ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს. სოციალური ჰარმონიის უზრუნველსაყოფად ემოციის გამოხატვის წესების არსებობის საჭიროებას ბავშვები მესამე კლასიდან უკვე აცნობიერებენ. (Joes, Abbey, & Cumberland, 1998).
მეგობართა საჭიროებების გააზრება და საკუთარ სურვილებზე მორგება რთულია განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. იმისათვის, რომ ბავშვმა გააცნობიეროს რამდენად მნიშვნელოვანია თითეული მათი ქმედება საჭიროა მათში ასერტული ქცევის ხელშეწყობა. როდესაც ბავშვს უჭირს მოსაზრების გამოთქმა, დაცვა და შემდეგ სხვისი მოსაზრების გაგება, ორ პრობლემას ვაწყდებით: მოსწავლე ან მუდამ ემორჩილება სხვას, ან არ შეუძლია სხვისი მოსმენა და ყველას საკუთარ მოსაზრებას ახვევს. თუ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები არ ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრებს, არ უსმენენ მეგობრებს, მასწავლებელი ზედმეტ დროს კარგავს შენიშვნებსა და დარიგებებზე. ამდენად, ასტერიული ქცევის განვითარება საგაკვეთილო დროის ორგანიზებასაც შეუწყობს ხელს. ასტერიული ქცევის განვითარება შესაძლებელია მოსწავლეებთან მის მნიშვნელობაზე საუბრით, სხვა ტიპის არასასურველ ქცევასთან მისი შედარებით. ასევე ინტერაქტიული თამაშებით და თამაშის შემდგომი განხილვით.(ჯანელიძე ა. 2014 48) .
კლას-კომპლექტში ასაკობრივი განსხვავების გარდა სხვადასხვა ტემპერამენტის ბავშვები იმყოფებიან. გაკვეთილის მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომპონენტის გათვალისწინებას თითეულ ბავშვთან მიმართებაში. ტემპერამენტი დაკავშირებულია სოციალურ ქცევებთან. განსხვავებული ტემპერამენტის ბავშვები განსხვავდებიან ადაპტაციის უნარითაც. ტემპერამენტის თომასისა და ჩესმისეულმა განსაზღვრებამ და ე.წ მორგებულადობის მოდელის გაცნობამ საშუალება მომცა საკლასო გარემო შემეცვალა ისე, რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ უკეთ ადაპტაცია. მსუბუქი ხასიათის გულღია ბავშვებს ადაპტირების განსაკუთრებული უნარი აქვთ. ემოციური და იმპულსური ბავშვები გარშემომყოფთა მოთმინებას ხშირად გამოცდას უწყობენ. გარემო მორგებული მეორე მათგანისთვის შევქმენი, რაც შეეხება პირველი ტიპის წარმომადგენლებს, ისინი თავად დაეხმარნენ მეგობრებს ადაპტაციაში.
სკოლაში სწავლის პირველ ეტაპს ფსიქოლოგები და პედაგოგები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. სასკოლო მზაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლაში ბავშვის მომავალი წარმატებისთვის, როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ-ემოციურ სფეროში. ბავშვის სასკოლო მზაობა განიხილება იმ გარემოსთან კავშირში, რომელშიც ბავშვი ვითარდება, ამდენად მას კომპლექსური ხასიათი აქვს. მომავალი წარმატებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ სკოლისათვის საჭირო უნარების ფლობა, არამედ განვითარებისა და სწავლებისთვის სათანადო პირობების შექმნა სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან. ბავშვის სკოლისათვის მზაობა უნდა განიხილებოდეს სასკოლო პროგრამების მოთხოვნებთან მიმართებაში, რადგან ის შეესაბამება მოცემულ ეტაპზე ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებებს.
სკოლაში შესვლის მომენტისათვის ბავშვის მზაობის
სკოლაში შესვლის მომენტისთვის ბავშვის მზაობის შეფასება ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა მრავალ ქვეყანაში (მაგ: ავსტრალია, აშშ.). აშშ-ის ზოგიერთ შტატში ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება სავალდებულოა. (ჯანელიძე ა.
2014). შეფასების ინსტრუმენტები (კითხვარები) განსხვავებულია და, რიგ შემთხვევებში, მათი შემუშავება სკოლას ან მასწავლებელს ევალება. მისი საშუალებით
ხდება
თითოეული ბავშვის საჭიროებების განსაზღვრა სასკოლო ცხოვრებისათვის და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის. სკოლისა და მოსწავლეთა სასკოლო მზაობასთან დაკავშირებული
ლიტ-ის (მასწავლებლის წიგნი „განათლების
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის“) განხილვის შემდეგ შემიძლიან დავასკვნა, რომ მოსწავლეთა მომავალი წარმატებისთვის საჭიროა სკოლაში
შესვლისას ბავშვი უკვე ფლობდეს ასაკის შესაბამის
უნარებს, სკოლამ კი აიღოს ვალდებულება მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სრულფასოვანი პიროვნების
ფორმირაბას. როგორც დიმიტრი უზნაძე
აღნიშნავდა ,,სწავლების ორგანიზაციამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ თავიდან ბავშვის სწავლა მის უშუალო მისწრაფებებსა და ინტერესებს დაუქვემდებაროს – წარმატების მიღწევის მოთხოვნილებას, ცნობისმოყვარეობას, ფუნქციობის მოთხოვნილებას. ამავე დროს, იზრუნოს პიროვნების, როგორც ნებისმიერი ქცევის განმახორციელებელი სუბიექტის, განვითარებაზე – ისწავლოს გაცნობიერებულად, შეგნებულად, მიზანდასახულად. რაც, რასაკვირველია, სრულიადაც არ გამორიცხავს მოსწავლის ინტერესების უგულებელყოფას.
კლას-კომპლექტში სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს
მოსწავლეთა ასაკობრივი მახასიათებლების ცოდნას. სწალა-აღზრდის
პროცესში მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების მრავალი თეორია არსებობს. მნიშვნელოვანია კ. უშინსკის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. „თუ
ბავშვს სწავლას
აწყებინებთ უფრო
ადრე, ვიდრე
ის საამისოდ
მომწიფდებოდეს ან
ასწავლით ისეთ
საგანს, რომლის
შინაარსი მის
ასაკს არ
შეეფერება, მაშინ
მის ბუნებაში
აუცილებლად წააწყდებით ისეთ დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვა
მხოლოდ დროს
შეუძლია, და
რაც უფრო
მეტ სიმტკიცეს
გამოიჩენთ ამ
დაბრკოლებათა გადალახვისათვის ბრძოლაში, იმდენად უფრო
მეტ ზიანს
მოუტანთ თქვენს
მოსწავლეს.“ [86].
სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლების გარკვევისათვის,
ხაზი
უნდა
გაესვას
იმ
გარემოებას,
რომ
სწავლა
ერთიანი
პიროვნებისეული
ფენომენია,
მასში
ჩართულია
ყველა
ფსიქიკური
პროცესი
თუ
ფსიქიკური
ფუნქცია-
აღქმა,
ყურადღება,
მეხსიერება,
აზროვნება,
ფანტაზია,
ემოციები, ნებისყოფა,
რომლებიც
დამოუკიდებლად
არ
არსებობს
და
არც
მოქმედებს. სწავლობს არა რომელიმე ცალკე აღებული ფუნქციათაგანი, არამედ მთლიანი კონკრეტული პიროვნება. სწავლა არის ერთიანი ფსიქო-ფიზიოლოგიური ქცევითი
პროცესი, რომელიც ობიექტივიზებულია იმის მიერ, ვინც ამ ქცევას ახორციელებს, მიმართულია წინასწარ
გამიზნული,
მიზანდასახული
სასწავლო
ამოცანის
დაძლევისაკენ. აქედან გამომდინარე, დასკვნა ერთადერთია - შეთვაზებული
ამოცანა არ უნდა სცილდებოდეს ასაკობრივ კომპეტენციებს.
თავისუფლად შემიძლია აღვნიშნო, რომ კვლევის განხორციელებისას
გაჩენილ კითვისნიშ ნებს პასუხი გავეცი ზემოთ წარმოდგენილი ლიტერატურის გაცნობით
და გამოვიყენე პრაქტიკულად.
პრობლემა და ძირითადი საკითხები

კლას-კომლპლექტის თავისებურებანი როგორც უკვე აღვნიშნე კლას-კომპლექტი არის განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფით შედგენილი კლასი. დაწყებით საფეხურზე (I - IV) არსებობს კლას-კომპლექტის განსხვავებული კომბინაციები:
· I და III კლასები ერთად , II და IV კლასები ერთად;
· I და II კლასები ერთად, III და IV კლასები ერთად;
· I და IV კლასები ერთად, II და III კლასები ერთად;
თითეულ კომბინაციას ახლავს დადებითი და უარყოფითი მხარეები. კლას-კომპლექტში მუშაობისას ბუნებრივია მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ სწავლა ხარისხიანი იყოს. სწავლების მეთოდები და კლასის ორგანიზების ფორმები კი სწორად შერჩეული. კლას-კომპლექტში სწავლებისასა ერთ საკლასო სივრცეში მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა ინდივიდუალური მიდგომებით იმუშაოს თითეულ მოსწავლესთან, მაგრამ ჩნდება ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა:
§ კლას-კომპლექტში შემავალი ორივე კლასისთვის გაკვეთილის გეგემის შედგენა, რომელიც საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მიმართულებებისა და ინდიკატორების თანხვედრას უნდა ითვალისწინებდეს;
§ ორივე კლასისთვის სწავლების ეფექტური მეთოდების შერჩევა;
§ კლასის ორგანიზების ფორმების კონკრეტულ გაკვეთილზე მორგება ისე, რომ არცერთ კლასს არ შეეშალოს ხელი მუშაობაში;
§ ესგ სტანდარტიდან გამომდინარე სხვადასხვა უნარ-ჩვევების დაუფლება მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით;
კლას- კომპლექტში ერთი საგაკვეთილო დრო ორ კლასს უნდა გაუნაწილო, ამიტომ გაკვეთილის გეგმაც განსხვავებულია და მასალის გადაცემას ორივე კლასისთვის გარკვეული კომბინაციით მოითხოვს. (დანართი: ცხრილი I გვ: 23). გაკვეთილის მსვლელობა ცოცხალი, დინამიური პროცესია და შესაძლებელია პერნამენტულად ხდებოდეს სახეცვლა, კლას კომპლექტის საგაკვეთილო გეგმის ფორმაც განსხვავებულ სახეს იღებს (დანართი: ცხრილი II გვ: 23 ), თუმცა მიზნის განხორციელება და შედეგზე გასვლა აუცილებელ პირობად რჩება.
კლას-კომპლექტის ფორმირებისას ნაწილობრივ ჩნდება ხარისხიანი სწავლის შიში მშობელთა მხრიდანაც. ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ სწავლების დონე ამ ტიპის კლასებში მაღლი იქნება და უჩნდებათ სურვილი უახლოესი სოფლის სკოლაში ბავშვის გადაყვანის. აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, სადაც კლას-კომპლექტია, მასწავლებელს უწევს არსებული სიტუაციის ახსნა და მშობლებისათვის სწავლების სპეციფიკის გაცნობა. მნიშვნელოვანია ისიც თუ რა უნარებს ფლობენ ბავშვები სკოლაში შესვლისას. რამდენად აქვთ განვითარებული სოციალური უნარები, რითაც უნდა დაამყარონ კომუნიკაცია არა მარტო თავისი ასაკის, არამედ განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან, რომ აღარაფერი ვთქვათ ენობრივი კომპეტენციების გარკვეული ზომით განვითარების აუცილებლობაზე, რასაც სკოლამდელი დაწესებულებები და მშობლები უნდა უზრუნველყოფდნენ.
კლას-კომპლექტში განსხვავებული ასაკის ბავშვების ერთად სწავლა იწვევს დამოუკიდებლად მუშაობის, მეგობრის დახმარების, ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარ-ჩვევის განვითარებას. კოგნიტური და მეტაკოგნიტური ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან ერთად ისინი ითვისებენ სოციალური ქცევის ნორმებს, რომლებიც არა მხოლოდ განსხვავებული ასაკის ჯგუფთან ინტეგრირებაში ეხმარებათ, არამედ მომავალში საზოგადოებასთან მიმართებაშიც გამოადგებთ. მასწავლებლის დაუღალავი შრომითა და სწორი მეთოდების შერჩევით მოსწავლეებს ექმნებათ საკლასო სივრცე, რომელსაც კეთილსაიმედო გარემოდ აღიქვამენ. პატარები უფროსკლასელთა ზრუნვას გრძნობენ, უფროსებს კი საკუთარ თავზე აქვთ აღებული უმცროსების დახმარება. ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსწავლების უნარები. ეს რა თქმა უნდა კლას-კომპლექტში სწავლების დადებითი მხრეა, მაგრამ სირთულეც ბევრი ახლავს.
კლას-კომპლექტში სწავლება საკმაოდ შრომატევადი პროცესია მასწავლებლითვის. მოითხოვს მეტ ძალისხმევას, პროფესიულ ოსტატობას, გაკვეთილის ზედმიწევნით კარგად დაგეგმვას, განსხვავებული ასაკისა და შესაძლებლობის მოსწავლეთა სწავლებასა და უწყვეტ მოტივაციაზე ფიქრს. მასწავლებელს ყველაფრის ორმაგად, ორი კლასისთვის კეთება უწევს. მეტად მოეთხოვება საკუთარ პრაქტიკაში არსებული თითეული ნიუანსის ძირფესვიანად გააზრება და თვითდაკვირვება.
კვლევის არეალი და სამიზნე ჯგუფი
კვლევა მიმდინარეობდა კაჭრეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის Iბ-IIIბ კლას-კომპლექტში 8 თვის განმავლობაში, დასაწყისშივე შემუშავებული განრიგის (დანართი გვ 36) შესაბამისად. კაჭრეთის საჯარო სკოლა ორი სოფლის ტერიტორიას მოიცავს. ძირითადი კორპუსი სოფელ კაჭრეთში მდებარეობს, მეორე კორპუსი კი- სოფელ ნანიანის ტერიტორიაზე. 2006 წლამდე სოფ. ნანიანში სკოლა დამოუკიდებელად არსებობდა. მასში სწავლა მიმდინარეობდა დაწყებით და საბაზო საფეხურზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 15 მარტის ბრძანება N191 ის თანახმად სოფ. ნანიანის სკოლა მიუერთდა სოფ. კაჭრეთის სკოლას. (დანართი გვ 35) დაწყებითი საფეხურის კლას-კომპლექტებს მალე საბაზო საფეხურის კლას-კომპლექტებიც მიემატა, რამაც მასწავლებლისთვის კიდევ უფრო გაართუ ლა გაკვეთილის ეფექტიანად წარმართვა. წამოჭრილი პრობლემა რა თქმა უნდა საბაზო საფეხურზე მეტად გამოვლინდა, მაგრამ რამდენადაც დაწყებითი კლასების მასწავ ლებელი ვარ, კვლევა მხოლოდ ამ საფეხურზე გადავწყვიტე.
ძირითადი საკვლევი კითხვები
კვლევის მიზანი - ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა კლას-კომპლექტებში გამოვლენილი პრობლემის ფონზე მიღწეულად ჩაითვლება, თუ გადაიჭრება მთავარი კითხვა - როგორ შევძლოთ საგაკვეთილო დროის ეფექტიანად მართვა? პრობლემის გადასაჭრელად მისი გამომწვევი მიზეზების დადგენაა საჭირო. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნებოდა პასუხის გაცემა შემდეგ ქვეკითხვებზე:
§ იცნობენ თუ არა მასწავლებლები კლას-კომპლექტში სწავლების სპეციფიკას და რამდენად ახერხებენ სწავლების სხვადასხვა მეთოდებისა და სტრატეგიების კომბინირებას კლას-კომპლექტის სპეციფიკის შესაბამისად;
§ რამდენად იციან და დამატებით ეცნობიან მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს;
§ ხდება თუ არა პედაგოგთა გამოცდილების ურთიერთგაზიარება, საკუთარი პრაქტიკის თვითშეფასება და პროფესიული განვითარება;
§ რამდენად აქვთ მოსწავლეებს გააზრებული სწავლის პროცესი და რა დამოკიდებულება აქვთ სწავლისადმი;
§ რა სოცილაურ უნარებს ფლობენ მოსწავლეები და როგორ ცდილობს მასწავლებელი ეფექტური ურთიერთობების დამყარებას;
§ იძლევა თუ არა საგნობრივი პროგრამები ერთ გაკვეთილზე ორი მასალის გადაცემის შესაძლებლობას;
§ არის თუ არა სკოლასა და მშობლებს შორის პოზიტიური კავშირი, რაც ბავშვის სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს;მოცემულ კითხვები შეესაბამება საკვლევ პრობლემატიკას და მათზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისა და კვლევის მიზნის მიღწევისათვის.

კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ფოკუს-ჯგუფი, კითხვარები, ინტერვიუ, ჩაღრმავებული ინტერვიუ. ვაწარმოე დაკვირვებაც.
ფოკუს- ჯგუფი შედგა Iბ-IVბ კლასის მშობლებისაგან, მიზანი იყო იმ ტიპის ინფორმაციის მიღება, რომელიც დამეხმარებოდა კითხვარის შედგენაში. თვისობრივ მონაცემთა შეგროვების ამ მეთოდით შევძლებდი თვალი მედევნებინა აზრების ჩამოყალიბების პროცესისათვის და შემერჩია გამოთქმული მოსაზრებებიდან კვლევისათვის მნიშვნე ლოვანი. ამ მეთოდის გამოყენებისას შესაძლებელი იყო გამოკვეთილიყო საკითხები, რომლებიც კითხვარისათვის გამომადგებოდა. ფოკუს-ჯგუფით განვსაზღვრავდი რა შეხედულება აქვთ მშობლებს კლას-კომპლექტში სწავლებასთან დაკავშირებით, მიაჩნიათ თუ არა სწავლების ეს ფორმა პრობლემად და რას ნიშნავს მათთვის ხარისხიანი სწავლება.
ინტერვიუს მეთოდი ეფექტურად მივიჩნიე პირველკალსელებთან, რადგან მათ ჯერ არ იცოდნენ წერა-კითხვა. ინტერვიუს მიზანი იყო მათი სკოლისადმი დამოკიდებეულებების განსაზღვრა. ამ მეთოდის განსახორციელებლად საგანგებოდ მოვემზადე. შევეცადე რესპოდენტებისთვის ეს პროცესი არ ყოფილიყო მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, არამედ კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა, რომელშიც ამბობენ არა იმას, რაც მასწავლებელს სურს, არამედ იმას, რასაც ფიქრობენ.
ჩაღრმავებული ინტერვიუ დავგეგმე Iბ – IIIბ და IIბ – IVბ კლას-კომპლექტის იმ მასწავლებლებთან, რომელთაც საათობრივი ბადე შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ ერთ კლასში ჩაატაროს გაკვეთილი. ამ მეთოდით მიზნად დავისახე მეორადი მონაცემების შეგროვება. კერძოდ, იმ განსხვავებების დადგენა, რომელიც ვლინდება კლას-კომპლექტში ჩატარებულ გაკვეთილსა და ცალკე კლასთან ჩატარებულ გაკვეთილებს შორის.
დაკვირვება, როგორც პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი მეთოდი, მოიაზრებს საკვლევი ობიექტის და პროცესის ორგანიზებულ აღქმას ბუნებრივ პირობებში. დაკვირვების ორი ტიპიდან „ჩართული“ დაკვირვება შევარჩიე. ამ დროს მასწავლებელი არის არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ უშუალოდ მონაწილეობს იმ სიტუაციებში, რასაც აკვირდება.
მოსწავლეებზე განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება, რომელიც სამ საგანში (ქართული ენა და ლიტ-რა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) 10.11.2017-დან 29.12.2017 პერიოდში მიმდინარეობდა და მოიცავდა 13 კომპონენტს (დანართი გვ:24). გავითვალისწინე, რომ სწორი დასკვნების გამოსატანად ხანგძლივი დაკვირვება სჯობს . ყოველ გაკვეთილზე შეფასებას ვახდენდი ნიშანთა სისიტემით: 1 კი + , 2 არა - , 3 ნაწილობრივ ? . დაკვირვების ეფექტიანობის ასამაღლებლად მას ვაწარმოებდი ყოველ დღე და ვიყავი ობიექტური.
მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის მოვამზადე კითხვარე ბი . სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის პირებთან კითხვარების გამოყენება კვლევის პროცესში მნიშვნელოვნად დამეხმარებოდა სწორი დასკვნების გამოტანასა და ცვლილებების დაგეგმვაში. წერილობითი გამოკითხვა პედაგოგიური კვლევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებუ ლი მეთოდია, რადგან სწავლების პროცესი კოლექტიური ხასიათი საა და გამოკითხვაც მასებს ჩემ მიერ წარმოებულ კვლევაში გამოვიყენე დახურული და ღია შეკითხვები. მონაცემთა შეგროვებისას ღია შეკითხვების სტატისტიკური დამუშავება შრომატევადია, ამიტომ ძირითადად თვისობრივი კვლევებისთვის იყენებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ მოსაზრებები და რეკომენდაციები, ამიტომ გამოკითხვაში დიდი ნაწილი ღია შეკითხვებს დავუთმე. გავითვალისწინე ისიც, რომ ანონიმურობის შემთხვევაში გამოკითხვაში მონაწილე პირები უფრო გულწრფელები იქნებოდნენ.
მასწავლებელთა გამოკითხვაში (დანართი გვ: 25). მონაწილეობდა ორი კატეგორია:
§ მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილებს ატარებენ კლას-კომპლექტებში (სწავლების საფეხურის მიუხედავად)
§ მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილებს ატარებენ დაწყებით საფეხურზე(I - IV) და არ შედიან კლას-კომპლექტებში
ორივე კატეგორიის გამოკითხვა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთი მხრივ კლას-კომპლექ ებში სწავლების მათეულ გამოცდილებას გავეცნობოდი და მეორე მხრივ დაწყებით საფეხურის მასწავლებლების გამოცდილებას გავიზიარებდი.
მოსწავლეთა გამოკითხვა (დანართი გვ: 26 ). განვახორციელე IIბ , IIIბ, IVბ კლასებში. მათთვის მომზადებულ ათ შეკითხვაზე პასუხის გაცემით გაირკვეოდა თუ რეალურად რა აქტივობები ხორციელდება გაკვეთილზე, რომელი მათგანი ახალისებთ ყველაზე მეტად, რა უკარგავთ მოტივაციას, რა უშლით ხელს ახალი მასალის ათვისებაში და ა.შ.
მშობელთა გამოკითხვა (დანართი გვ: 25 ). ვაწარმოე ფოკუს ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ შემუშავებული კითხვარის საშუალებით. ჩემი მიზანი იყო გამერკვია თუ რამდენად იციან მშობლებმა კლას-კომპლექტში სწავლების სპეციფიკა, აწყდებიან თუ არა მათი შვილები რაიმე პრობლემებს ამ ტიპის სწავლების გამო და რა სახის დახმარებებს უწევენ ბავშვებს. ერთობლივი თანამშრომლობისა და მოსწავლეთა მომავალი წარმატებისთვის საჭიროდ ჩავთვალე გავცნობოდი რეკომენდაციებს მათი მხრიდან.
მონაცემთა ანალიზი
კითხვარების დამუშავება
Iბ - IVბ კლასში ერთად 15 მოსწავლეა. მათგან ზოგი ერთი და იმავე ოჯახის წარმომადგენლია. აქედან გამომდინარე გამოიკითხა 13 მშობელი. კითხვარების გადაცემა მოხდა მშობელთა კრებაზე ჩემ მიერ. მათ პირადად ავუხსენი გამოკითხვის მიზანი და მნიშვნელობა. შევთანხმდით, რომ ერთი კვირის გამნავლეობაში შევსებულ კითხვარს ბავშვებს გამოატანდნენ.
მშობელთათვის განკუთვნილი კითხვარების დამუშავების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყველა მათგანი ბავშვის სკოლაში შესვლისას ინფორმირებული იყო კლას-კომპლექტში სწავლების სპეციფიკის შესახებ და გარკვეულ დაბრკოლებებს პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებით წინასწარ ვარაუდობდა. რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც. მშობელთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ მათი შვილისთვის კლას-კომპლექტში სწავლება პრობლემაა. თვლიან, რომ კლას-კომპლექტში ხარისხიანი სწავლება მიიღწევა ურთიერთთანამ შრომლობით, სწავლის პროცესში თამაშის ელემენტების ჩართვით, წახალისებით, ობიექტურობით. ზოგს მიაჩნია, რომ უკეთესია სიმკაცრე, ცალკე კლასად დაკომპლექტება. (დანართი გვ: 29 დიაგრამა 5). აღმოჩნდა, რომ მოსწავლეც და მშობელიც გრძნობენ ვალდებულებას ერთად მოამზადონ გაკვეთილები. თუმცა დამატებით სხვა, სწავლისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე არ ზრუნავენ.
საინტერესო შედეგი აჩვენა მოსწავლეთა გამოკითხვამ. გაკვეთილებზე წარმოდგენილი აქტივობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მოსწავლეთა მოტივაცია მაღალია ( დანართი გვ: 28 დიაგრამა 1) და შესაბამისად ჩართულობაც დადებითია (დანართი გვ:28 დიაგრამა 2 ). მოტივაციის დაკარგვის მიზეზად მითითებული 4 კომპონენტიდან მიჩნეულია ხმაური (დანართი გვ: 28 დიაგრამა 3), რაც შეეხება გაკვეთილზე ხელისშემშლელ ფაქტორს, უმეტესად სხვა კლასის მოსწავ ლეთა აქტივობებია. (დანართი გვ: 29 დიაგრამა 4).
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეთა უმრავლესობის აზრით გაკვეთილზე შეთავაზებულ ყველა აქტივობის შესრულებას ახერხებენ, მაგრამ თუ ვერ ასწრებენ ნერვიულობენ და განიცდიან შიშს. ასეთი პასუხი იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსწავლეებში ადგილი აქვს უარყოფითი ემოციების წარმოქმნას, რაც თავისთავად იმოქმედებს შედეგზე და დროის ფაქტორზე.
შეუძლებელია კლასკომპლექტში ერთი კლასის დამოუკიდებლად მუშაობისას მეორესთან არ მიმდინარეობდეს გამოკითხვა ან ახსნა. ეს არის სამუშაო ხმაური, რომელიც მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნიეს მოსწავლეებმა. რაიმე კრიატიული სიახლის შეთავაზებით გადავწყვიტე ამ პრობლემის დაძლევა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე მასწავლებელთა გამოკითხვაში მონაწილეობდა ორი კატეგორია. პასუხები ჩატარებული გაკვეთილების სპეციფიკის შესაბამისი იყო, თუმცა ყველა მათგანი ფიქრობს, რომ მასწავლებლის მხრიდან აუცილებელია მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა, კონფლიქტის მოგვარებისა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მეთოდების ცოდნა, სოციალური უნარების განვითარება, თვითშეფასების წარმოება, კოლეგების გამოცდილების გაზიარება. უმეტესობას ( 68% ) მიაჩნია, რომ საგნობრივი პროგრამები ერთ გაკვეთილზე ორი მასალის გადაცემის საშუალებას იძლევა. მასწავლებელთა 90 % გაკვეთილზე აფიქსირებს დროის დეფიციტს. პრობლემას მათი აზრით წარმოშობს: დროის არასწორი განაწილება, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე მათი მართვა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, საგნობრივი სპეციფიკა (დანართი გვ: 29 დიაგრამა 6). გამოკითხვის შედეგად განისაზღვრა პრობლემის მოგვარების ვერსიებიც: გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება, ქცევის წესების შემუშავება, მრავალფეროვანი გარემოს უზრუნველყოფა, ინდივიდუალური დავალებები, აქტივობები, რომელშიც ორივე კლასია ჩართული, შსო მეთოდი, პრაქტიკული და ექსპერიმენტული სამუშაოს შესრულება, სწრაფი აზროვნების გამომუშავება.
შემოთავაზებული ვერსიებიდან გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას Iბ -IIIბ კლას-კომპლექტში საკმაოდ ხშირად მიწევს, საერთო აქტივობებიც არ არის უცხო, პრაქტიკული და ექსპერიმენტული სამუშაოს შესრულება ნამდვილად სახალისო და ეფექტურია, მაგრამ ორივე კლასისთვის საერთო თემას მოითხოვს, რაც ყოველთვის არ მოიძებნება. შსო მეთოდისთვის მასწავლებელი წინასწარ ბევრს შრომობს და ქმნის ისეთ რესურსს, რომელიც არაერთ უნარს ავითარებს მოსწავლეებში, განსხვავებულია და კლას-კომპლექტის სპეციფიკისთვის მისაღები. რაც შეეხება სწრაფი აზროვნების გამომუშავებას ისე, რომ ბავშვის ბუნებრივ რიტმზე ზეწოლა არ მოვახდინოთ ნამდვილად დაზოგავს გაკვეთილისთვის საჭირო დროს.
ინტერვიუს შეფასება
ინტერვიუ პირველკლასელებთან პოზიტიურად მიმდინარეობდა. კითხვები ისე შევარჩიე, რომ თითეულ მათგანს თავი წარმოედგინა ზრდასრულ პიროვნებად, რომელთა მოსაზრებებიც მნიშვნელოვანია. მათაც თავისუფლად მიამბეს რას ფიქრობდნენ სკოლის, გაკვეთილების, მასწავლებელების შესახებ. რა ახალისებდათ, რა თრგუნავდათ, ასწრებდნენ თუ არა დავალებების შესრულებას, როგორ ეგუებოდნენ გარემოს. აღმოჩნდა, რომ პირველკლასელებისთვის არანაირი პრობლემა არ არსებობდა. მათ არც სხვა ბავშვების ხმაური უშლიდათ ხელს, გარემოც მოსწონდათ, რესურსიც ახალისებდათ და მასწავლებელიც უწყობდათ ხელს. ვერ ამჩნევდნენ, რომ ხელს უშლიდნენ მესამეკლასელებს, როდესაც ზედმეტად მოძრაობდნენ, ხმამაღლა წამოიყვირებდნენ და არ იცავდნენ წესებს.
პირველკლასელებისთვის საგაკვეთილო პროცესი უცხო და საინტერესო იყო, ამიტომ დასაწყისისთვის წესების დაცვა კი არ გაუჭირდათ, ვერც კი გააცნობიერეს, რომ აუცილებელი იყო. ხმამაღლა ყვიროდნენ პასუხებს დასმულ შეკითხვებზე, ხმაურით ეძებდნენ გაკვეთილისთვის საჭირო ნივთს, რომელიც ჩანთაში დარჩათ, ან დაუკითხავად დგებოდნენ და იღებდნენ კარადიდან. წესების მუდმივი შეხსენებით და მინიშნებებით თანდათან მიეჩვივნენ რა უნდა ეკეთებინათ. რამდენიმე ხანში მიხვდნენ რას ნიშნავდა საგაკვეთილო შეზღუდვები, ქცევა და დისციპლინა დადებითად შეიცვალა. გააანალიზეს ისიც, რო მასწავლებელი მესამეკლასელებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წესებს დაემორჩილნენ ნათლად გამოჩნდა განსხვავება მათ სასკოლო მზაობაში. თითოეული პირველკლასელის სოციალური და ემოციური განვითარების დონე, სწავლისადმი მიდგომა, ინდივიდუალური უნარები დაკვირვებასა და ანალიზს მოითხოვდა.
ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი Iბ – IIIბ და IIბ – IVბ კლას-კომპლექტის იმ მასწავლებლებთან გამოვიყენე, რომელთაც საათობრივი ბადე შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ ერთ კლასში ჩაატაროს გაკვეთილი. ასეთი საგნებია IIIბ კლასში I სემესტრის განმავლობაში მათემატიკა (1სთ), IIIბ და IVბ კლასებში ბუნებისმცოდნეობა (1სთ). ცალკე ზის Iბ და IIბ კლასები კვირაში ერთი დღე ქართულ ენასა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მაშინ როცა პარალელურად IIIბ და IVბ კლასებში ინგლისური ენის გაკვეთილები ტარდება. ყველა ის მასწავლებელი, რომელიც ცალკე კლასთან ატარებს გაკვეთილს ერთხმად აღნიშნავს, რომ შედეგი უკეთესია. ამ დროს მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა, თუმცა არ იკლებს მოტივაცია, ყველა აქტივობის შესრულება სრულად ხდება, გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული კომპონენტები უკლებლივ ხორციელდება. ბუნებრივია ცალკე კლასთან მასწავლებელი იმ საკითხების ამოწურვასაც ცდილობს, რომლის ათვისებაც ნაკლებად მოხერხდა ორ კლასთან მუშაობისას.
თვისებრივი მონაცემთა ანალიზი
მოსწავლეებზე დაკვირვებით კარგად გამოჩნდა პირველ და მესამეკლასელებს შორის არსებული განსხვავებები. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მესამე კლასის მოსწავლეები იცნობენ მუშაობის ფორმებს, აქვთ გამოცდილება, ამიტომ უკეთ ასრულებდნენ ინსტრუქციებს, იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები. რესურსი ხელს უწყობდა მათ მოტივაციას, შეეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა. თუმცა აქტივობები, რომლითაც უნდა წარმოჩენილიყო ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოსაზრებები ძირითადად წერილობითი სახის იყო. ასეთი დავალებები ავითარებს წერით მეტყველებას, პრეზენტაციისა და მართლმეტყველების უნარებს კი ნაკლებად. ურთიერთშეფასებასაც მხოლოდ ერთმანეთს უზიარებდნენ ( მესამე კლასში მხოლოდ ორი მოსწავლეა), კლასის წინაშე კი ვერ ხერხდებეოდა. რა თქმა უნდა სჯობდა ზოგჯერ მაინც ხმამაღლა შეეფასებინათ ერთმანეთი, რომ პატარებსაც ესწავლათ. რაც შეეხება თვითშეფასებას, მისთვის დრო თითქმის არასდროს რჩებოდა. შესამჩნევი გახდა ისიც, რომ პირველკლასელთა განსხვავებული აქტივობების ფონზე ( მაგ: ვარჯიშები, მოძრავი აქტივობები) ყურადღება ეფანტებოდათ და ნაკლებად აქტიურნი ხდებოდნენ. ამიტომ განტვირთვის სავარჯიშოებს ისინიც ასრულებდნენ, რის გამოც ფერხდებოდა მიცემული დავალების შესრულება, იკარგებოდა დრო. მართალია პირველკლასელების საგაკვეთილო დრო 35 წუთია და მათთან 10 წუთი მუშაობა გრძელდებოდა, მაგრამ განსაზღვრული აქტივობების ანაზღაურება ყოველთვის ვერ ხერხდებოდა. პირველ კლასელები გაკვეთილზე ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, შეეგუვნენ კლასის ორგანიზების ფორმებს, ასრულებდნენ შემუშავებულ წერსებს და მათი ქმედება აღარ იყო ისე ქაოსური, როგორც დასაწყისში, მაგრამ დამოუკიდებლად მუშაობა უჭირდათ, მოითხოვდნენ დამატებით ინსტრუქციებს, საკუთარ მოსაზრებებს შენიშვნის მიუხედავად აუცილებლად გამოთქვამდნენ და ნაკლებად უსმენდნენ თანატოლებს. მოტივაციასა და ჩართულობაზე პრობლემა არ გამოკვეთილა გარდა ერთი მოსწავლისა, რომელიც იყო მორცხვი და არ სურდა თავის წარმოჩენა. პრობლემას წარმოადგენდა მოსწავლეც, რომელიც ზედმეტი აქტიურობით ყველას ხელს უშლიდა. გამოიკვეთა მეტყველების პრობლემაც. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვანათ, რომ აღმოჩენილი კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრა მთავარ პრობლემასაც მოგვარებდა.
ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე დავგეგმე ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით :
§ სახალისო დავალებებისა და ახალი რესურესების მოძიება/შექმნა;
§ სწავლების პროცესში მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
§ მოსწავლეებში თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავება;
§ მოსწავლეებში თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბება;
§ კვირის გეგმის შემუშავება და განხორციელება;
სახალისო დავალებებისა და ახალი რესურესების მოძიება/შექმნა
ინტერვენცია, რომელიც საგაკვეთილო რესურსებისა და სახალისო დავალებების მოძიება/შექმნაში მდგომარეობს საგრძნობლად შეცვლის გაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევას. მასწავლებელს დაეხმარება საგაკვეთილო დროის დაზოგვაში, მოტივაციასა და ჩართულობაში, ნაკლები იქნება შფოთის დონე.
სწავლების პროცესში მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა
ერთ-ერთ ინტერვენციად დავსახე სწავლების პროცესში მშობელთა განსხვავებული ფორმით ჩართვა. იმისათვის, რომ სასკოლო მასალა ადვილად ასათვისებელი გამხდარი ყო, უკეთ შეძლე ბოდათ მოსწავლეებს კითხვა, წერა, მათემატიკური სავარჯიშოების შესრულება და თან განევითარებინათ სხვადასხვა სახის უნარები, საჭიროდ ჩავთვალე მშობლებისთვის გადამეცა სახალისო აქტივობები. შეთავაზებული მარტივი დავალებები ინსტრუქციისა და ზოგადი რეკომენდაციების დახმარებით ხელს შეუწყობს მოტივაციას, გამოკვეთს ბავშვის კონკრეტულ ინტერესებსა და პრობლემებს, დაეხმარება უკეთესი შედეგისა და წარმატების მიღწევისათვის საჭირო უნარების განვითარებაში.
მოსწავლეებში თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავება
თვითრეგულირებადი სწავლის უნარის მქონე ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი საქმიანობისა თუ სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება. თუ სასწავლო პროცესები დაწყებითი საფეხურიდანვე თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მოსწავლეებს არ აშინებთ შეცდომები და დაბრკოლებებს გამოწვევებად აღიქვამენ. მოსწავლეებში თვითრეგულირებდი ქცევის გამომუ შავება საგაკვეთილო პროცესს ორგანიზებულს გახდის და დროის ფაქტორის პრობლემაც გარკვეულწილად მოგვარდება. ინტერვენციის განხორციელებისას მივმართე ინტელექტუალურ და სასწავლო სავარჯიშოებსა და თამაშებს. შეფასებისთვის გამოვიყენე მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი და ფოკუს ჯგუფი.
მოსწავლეებში თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბება
მნიშვნელოვან ინტერვენციად მიმაჩნია მოსწავლეებში თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბება. ცნობილი კანადელი ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა თვითეფქტიანობას განმარტავს როგორც ადამიანის რწმენას, რომ აქვს უნარი, მართოს მის ცხოვრებაზე მოქმედი მოვლენები. მოსწავლეები სათანადოდ ვერ აფასებენ საკუთარ ძალებს. მათ შეიძლება ფარ - ხმალი დაყარონ რაიმე ამოცანის გადაწყვეტისას ან გადაჭარბებით შეაფასონ მიღწევები. როდესაც თვითეფექტიანობის განცდა სუსტია, მოსწავლე ნაკლებად აქტიურია, ცდილობს თავი აარიდოს დავალების შესრულებას, უძლურია პრობლემებთან. მაღალი თვითეფექტიანობის მქონე კი მეტ ძალისხმევასა და შეუპოვრობას იჩენს დაბრკოლებების წინაშე. ორივე ტიპის მოსწავლებთან ურთიერთობა დამატებით დროს მოითხოვს. აუცილებელია თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბება იმ დოზით რაც რეალურად სჭირდებათ. ინტერვენციის განხორციელების ფარგლებში შევეცადე მოსწავლეებში ჩამომეყალიბებინა მე-კონცეფცია.
კვირის გეგმის შემუშავება და განხორციელება
მეთოდი, რომელიც ინტერვენციად შევარჩიე ტრადიციული ფრონტალური გაკვეთილის ალტერნატივაა. მისი მეშვეობით მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მოსწავლეზე ორიენტირებულით იცვლება და მას დამოუკიდებლად სწავლის საშუალებას აძლევს. ამ მეთოდით მოსწავლეებს შევთავაზებ ერთ საგანში კვირის განმავლობაში შესასრულებელი აქტივობების გეგმას, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს მითითებულ დროის მონაკვეთში. დავალებები იქნება არა მარტო სავალდებულო, არამედ არჩევითიც, რომლებსაც თითოეული მოსწავლე საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით აირჩევს. ეს გაზრდის პასუხის მგებლობას. მეთოდი ხელს შეუწყობს მოსწავლეები ჩაწვდნენ სირთულეებს და დასახონ მათი დაძლევის გზები, რაც თვითრეგულაციის უნარს გამომუშავებაშიც დაეხმარებათ. აწარმოონ სწავლის პროცესის მონიტორინგი, აკონტროლონ დრო. მოსწავ ლეთა ინდივიდუალური შეხედულებების წარმოჩენის მიზნით კვირის გეგმის ერთ-ერთი გრაფა განსაზღვრული იქნება მათი აზრების დაფიქსირებისთვის. შერჩევით დავალებებსაც ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე შევქმენი.
ინტერვენციების შეფასება
სწავლების პროცესში მშობელთა მეტი ჩართულობის მიზნით მათ გავაცანი სახალისო აქტივობების კრებული, რომელიც G-PRIED-ისა და USAID-ის მიერ არის შედგენილი (http: //kargiskola.ge/tech_readers.php). მისი გამოყენება სხვადასხვა გარემოშია მოსახერხებე ლი - სამზარეულოში, მაღაზიაში, ქუჩაში სეირნობისას, ტელევიზორის ყურების და თამაშის დროს. მითითებული ინტერვენცია შესაძლებლობას მისცემდათ დახმარე ბოდნენ ბავშვებს უკეთესი შედეგის მიღწევაში საყოფაცხოვრებო სიტუაციების გამოყე ნებით. განვითარდებოდა სხვადასხვა საჭირო უნარები. აქტივობების ეს კრებული უცხოა ჩვენი სკოლის პრაქტიკისთვის, რადგან არა ვართ ჩართული G-PRIED-ის პროგრამაში. ჩავთვალე, რომ პრობლემის მოგვარებისთვის ეს იქნებოდა უცხო და პრაქტიკული საშუალება.
მშობლებისათვის შეთავაზებული მასალა წარმოადგენს სლაიდს, ამიტომ თითეულ მოსწავლეს ბუკში ჩავუტვირთე და მშობლებს ვთხოვე გაცნობოდნენ მას. ერთი კვირის შემდეგ მოსწავლეებთან საუბრისას გავარკვიე, რომ 15 მოსწავლიდან 9 მშობელი გაეცნო გაგზავნილ რესურსს და მხოლოდ ოთხმა დაიწყო მისი განხორციელება. ინტერვენციის შედეგის შესაფასებლად მოვიწვიე ფოკუსჯგუფი. ყველა დაეთანხმა იმ აზრს, რომ ბავშვებისათვის არაოფიციალურ გარემოში სწავლება მნიშვნელოვანია. ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად კითხვისა და ანგარიშის დაუფლება თამაშის ელემენტებით სახალისო და შდეგის მომცემი იქნებოდა. გადაწყდა მეტად დაინტერე სებულიყვნენ შეთავაზებული კრებულით. კიდევ ერთხელ შემდგარ ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა მართლაც დაინტერესდა და ნაწილობრივ აითვისეს, მათთვის მისაღები აქტივობები. ინტერვენციის დადებითი შედეგი პირველკლასელებზე უფრო თვალსაჩინოდ აისახა.
გაკვეთილზე ახალი, საინტერესო რესურსებისა და სახალისო დავალებების მოძიების შემდეგ შევარჩიე G-PRIED-ისა და USAID -ის მიერ შედგენილი (http://kargiskola. ge/tech_ readers.php) სახალისო სავარჯიშოები მათემატიკაში და აქტივობის ბარათი კითხვის და წერის სწავლებისთვის. რესურსი წარმოადგენს მშობლებისათვის მიწოდე ბული აქტივობების გართულებულ და განსხვავებულ ვარიანტს. ასევე Learningorg. apps-ში ჩემ მიერ შექმნილი სახალისო დავალებების (სავარჯიშოები, ტესტები, კროსვორ დები) გამოყენებით შევძელი მოსწავლეთა სრული ჩართულობა და განსაზღვრული დროის მანძილზე მითითებულ აქტივობაზე კონცენტრირება. ორივე რესურსი დამეხმარა საგაკვეთილო დროის ორგანიზებაში, რადგან თითეულ აქტივობას თან ახლდა ინსტრუქციები და მითითებებზე დრო აღარ იხარჯებოდა. ეს და ქვემოთ განხილული ინტერვენციები მხოლოდ Iბ-IIIბ კლას-კომპლექტში განვახორციელე, რადგან საგაკვეთი ლო დატვირთვა მათთან მაქვს.
ამ ინტერვენციის შეფასების მეთოდად შევარჩიე ფოკუსირებული დაკვირვება. ვახდენდი მუშაობის პროცესში შემჩნეული ხარვეზების ჩანიშვნას და შემდეგ ვუთითებ დი თითეულს როგორ აღმოგვეფხვრა იგი. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ინტერვენცია წარმატებით განხორციელდა.
კვირის გეგმით მუშაობა ჩემს პრაქტიკაში იყო მეთოდი, რომელსაც პირველად ვიყენებ დი და მივიჩნიე ყველაზე მნიშვნელოვან ინტერვენციად, რადგან ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ სამუშაოს დაგეგმვის, გადანაწილების, პრიორიტეტების შერჩევის, პრობლემის გადაჭრის, მონიტორინგის, ანალიზის უნარები და რაც ძალიან მნიშვნელო ვანია პასუხისმგებლობა. შესაძლებელია ამ მეთოდით იმუშაოს ერთმა კლასმა და მასწავლებელი მეორე კლასთან დაკავდეს მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში.
კვირის გეგმის მეთოდი განვახორციელე IIIბ კლასთან ქართულ ენასა და ლიტერატუ რაში. სავალდებულო დავალებებთან ერთად შევთავაზე არჩევითი დავალებებიც (დანართი გვ: 30 ცხრილი ), რომელთა შესრულებასაც მოსწავლეები საკუთარი სურვი ლისა და ინტერესების შესაბამისად მოახდენდნენ წინასწარ განსაზღვრულ სასწავლო დროში. საშუალება მივეცი ინდივიდუალურად ან წყვილებში დაემუშავებინათ ეს გეგმა, თავად განესაზღვრათ, როდის, რა თანამიმდევრობით და რამდენ ხანში შეასრულებდნენ თითოეულ დავალებას. ცხრილის შევსებით მოსწავლეები განსაზღვრავდნენ რა გაუჭირდათ, ვის მიმართეს სირთულეების დაძლევისათვის, მუშაობის რომელი ფორმა შეარჩიეს. ცხრილში განთავსებული სვეტი, რომელიც ხელის მოწერას ითვალისწინებს, მათში პიროვნული ღირსების განვითარებას ემსახურება.
მეთოდის განხორციელებისას მივმართე ფოკუსირებულ დაკვირვებას და გავაკეთე ანალიზი. ცხადი გახდა, რომ მესამეკლასელმა მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაძლებ ლობის მაქსიმუმი. მათთვის დამატებითი დავალებები უფრო საინტერესო აღმოჩნდა. მეთოდის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი კიდევ განმეორებუ ლიყო მსგავსი მუშაობა.
ამავე მეთოდით მუშაობა განვახორციელე ორივე კლასთან ერთადაც. შევარჩიე საგანი და თემა (დანართი გვ: 31 ცხრილი). მივმართე ჯგუფურ მუშაობას. შედეგების შეფასება კვლავ ფოკუსირებულ დაკვირვების საფუძველზე მოვახდინე. აღმოჩნდა, რომ ძირითადი დატვირთვა მესამეკლასელებმა აიღეს საკუთარ თავზე. ამიტომ ვთვლი, ეს მეთოდი ერთი კლასის ფარგლებში უფრო ეფექტიანია.
საგაკვეთილო დროის სწორად მართვისათვის დადებითი შედეგის მომტან ინტერვენციად მივიჩნიე თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავება, რომელიც განვახორციელე ინტელექტუალურ და სასწავლო სავარჯიშოებისა და თამაშების ფორმით და შევაფასე მოსწავლეებთან ფოკუს ჯგუფის საშუალებით. ამავე ინტერვენციისთვის მივმართე მოსწავლეთა თვითშეფასებას.
სწავლების დროს მოსწავლეთა მხრიდან საკუთარი ქცევის თვითორგანიზებისა და შეფასებისა მიზნით პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებსთვის შევადგინე მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი (დანართი გვ: 32), რომელიც მოიცავდა ორ სამუშაო კვირას ( 27 აპრილი - 11 მაისი) და ევალებოდათ სამ საგნში (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება), ყოველი გაკვეთილის დასასრულს შეევსოთ. ავუხსენი მიზეზი და მიზანი რას ემსახურებოდა ასეთი დავალება. მივუთითე, რომ კითხვარი დამეხმარებოდა გამეკეთებინა დასკვნა გახდნენ თუ არა უფრო ყურადღებიანები, თვით დისციპლინასა და თვითკონტროლზე ორიენტირე ბულნი. კითხვარზე მუშაობის პროცესში ვამხნევებდი, რომ შეუძლიათ წარმატებით გაართვან თავი დაკისრებულ მოვალეობას, აკონტროლონ საკუთარი ქცევა ახლა და მშვიდად და მიზანმიმართულად განაგრძონ საქმიანობა მომავალში.
ამ ინტერვენციის განხორციელების შემდეგ გამოიკვეთნენ თვითრეგულირებადი ქცევის მქონე მოსწავლეები, რომლებიც გულმოდგინედ აანალიზებდნენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, კრიტიკულად ეკიდებოდნენ დავალებას, გონივრულად განკარგავდნენ დროს. კითხვარის ანალიზით ცხადი გახდა, რომ შედეგს მივაღწიე, რადგან მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო დროის კონტროლი 92%-ით განხორციელდა. აქტივო ბების დასასრულებლად დამატებითი დროის აუცილებლობა მხოლოდ 4%-ზე გადანაწილდა. (დიაგრამა 7 გვ:48). გაკვეთილზე დროის დეფიციტი არ წარმოქმნილა არარეგულირებადი ქცევი მიზეზით: დისციპლინა 84%-ით წესების შესაბამისი იყო, დანარჩენი 16% გარკვეული ფორმით არღვევდა დადგენილ წესებს. რაც შეეხება შექებასა და შენიშვნას, აქაც დადებითი მაჩვენებელია. ( დიაგრამა 8 გვ:35). მოსწავლეთა ნაწილს, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი მოქმედებების მართვა მითითებებითა და მუდმივი შეხსენებებით შევძელი გაეცნობიერებინათ სასურველი ქცევის ვალდებულება. შედეგი დადებითი იყო, რადგან მოსწავლეებს, რომელებსაც ქცევის და დროის მართვის პრობლემა ჰქონდათ, მეორე კვირის ბოლოსთვის ასეთი დარღვევები ნაკლებად აღენიშნებოდათ.
თვითრეგულირებადი ქცევის ჩამოყალიბებისათვის გამოვიყენე აქტივობა- სავარჯიშო ( დანართი გვ: 33 ), რომელიც ეყრდნობა მოსაზრებას, რომ პატარა მოსწავლეს სასწავლო აქტივობის შესრულებისკენ უბიძგებს ფსიქოგენური (ახალი შთაბეჭდილების მიღების, ცნობისმოყვარეობის) და სოციოგენური (მასწავლებლის მხრიდან შექების, აღიარების) მოთხოვნილებები (ლაბარტყავა ნ. 2014 123). აქტივობები შექმნილია ლევ ვიგოტსკის სკოლის წარმომადგენლის, დ. ელკონინის მიერ შედგენილი მეთოდიკის ,,გრაფიკული კარნახის“ მიხედვით, თუმცა მეტი ეფექტურობისათვის მასში შეტანილია გარკვეული ცვლილებები. ორნამენტის მაგივრად ბავშვები ხატავენ ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანის გამოსახულებებს, თუმცა არ იციან რა გამოვა საბოლოოდ. სავარჯიშო გამოვიყენე როგორც ქცევის რეგულირების ერთ-ერთი საშუალება, რადგან ეს დავალება მოქმედების ნებელობით რეგულაციას მოითხოვს, რაც ხორციელდება მასწავლებლის მითითებებით. ბავშვები ემორჩილებიან წესებს, ხორციელდება ნება-სურვილის რეგულირება, რაც პირდაპირ კავშირშია ქცევის თვითრეგულირებასთან. მუშაობა ხალისით, დადებითი ემოციური მუხტით მიმდინარეობდა.
თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავებისთვის მივმართე თამაშს „მარწყვი, ბალი, ვაშლი, ხილი“, (დანართი გვ: 33 ინსტრუქცია). მას შემდეგ, რაც გაიწაფნენ თამაშში, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე გადავაკეთე მათემატიკურ თამაშად „ 17, 18, 19“ ან, რომელიმე სხვა ნაცნობი რიცხვი. მასწავლებელი ან მესამეკლასელი მოსწავლეები ასახელებდნენ მაგალითებს, რომლის პასუხიც იქნებოდა მითითებული რიცხვები. პირველკლასელებს, უნდა გამოეთვალათ მაგალითის პასუხი და რეაგირება მოეხდინათ მხოლოდ მათ, რომელთაც გადათვლისას შეხვდათ პასუხის შესაბამისი რიცხვი. მნიშვნელოვანი იყო დროის ფაქტორიც. თამაშის მიზანი იყო თვითრეგულაცია, ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი აზროვნების განვითარება.
წარმოდგენილი აქტივობების შესრულების შეფასება აქაც ფოკუს ჯგუფით მოვახდინე. გაირკვა, რომ თამაშის ორივე ვარიანტი მოეწონათ, ცდილობდნენ სწრაფი და სწორი რეაქცია ჰქონოდათ.
მოსწავლეებში საკუთარი ღირებულებების გააზრებითა და მე-კონცეფციის განვითარებით გადავწყვიტე მათში თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბება. ამ მიზნით მივმართე ინტელექტუალურ თამაშებს. „ჩვენ გამორჩეულები ვართ“, „აბლაბუდა“ , ,,ჩემი გერბი“. (დანართი გვ: 33-34 ინსტრუქცია). თამაშებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოკუს ჯგუფზე განაცხადეს, რომ ინტელექტუალური თამაშებით შესაძლებე ლი გახდა თითეულს აღმოეჩინა თვისებები, რომლებსაც მეგობრები დადებითად მიიჩნევ დნენ და მათში თვითეფექტიანობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
კვლევის დასასრულისთვის გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიგნებები. იმისათვის, რომ აღმოიფხვრას შექმნილი პრობლემა საჭიროა:
§ კლას კომპლექტში სწავლების სპეციფიკაზე მორგებული ახალი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
§ სასწავლო პროცესის მრავალფეროვანი რესურსით უზრუნველყოფა;
§ მოსწავლეთა ინდივიდუალური მახსიათებლების სიღრმისეული ცოდნა;
§ პედაგოგიური საქმიანობის განვითარებისათვის მუდმივი ზრუნვა;
ინტერვენციების განხორციელებისა და შეფასების შემდეგ შევიმუშავე რეკომენდაციები:
§ დაიგეგმოს ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამუშაო შეხვედრები როგორც კლას-კომპლექტის, ასევე დაწყებითი კლასების კათედრის მასწავლებლებს შორის. რომლის მიზანიც იქნება აზრთა გაცვლა, სიახლის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, კორექტული მითითება;
§ მასწავლებელმა იზრუნოს გამოვლენილი ნებისმიერი პრობლემის დასაწყისშივე მოგვარებაზე, რათა არ გაჩნდეს სწავლა- სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევის საფრთხე;
§ დაწყებითი კლასების კათედრის პედაგოგებთან ერთად შემუშავდეს პირველ კლასში მისაღები მოსწავლეების მშობლებთან გასაუბრების ერთიანი ფორმა, რომელითაც შესაძლებელი იქნება წინასწარ განისაზღვროს მოსწავლის სასკოლო მზაობა, შესაძლო რისკ - ფაქტორები, საჭიროებები და ძლიერი მხარეები;
§ მნიშვნელოვანია მასწავლებელი ახდენდეს საკუთარი პრაქტიკის მონიტორინგს;
§ საგაკვეთილო პროცესი დაიტვირთოს ისეთი ტიპის აქტივობებით, რომლებზეც მოსწავლეები მაქსიმალურად იქნებიან ფოკუსირებულნი და მათი ყურადღების მიღმა დარჩება მეორე კლასი.
§ კლას კომპლექტის სპეციფიკისთვის დადებითი შედეგის მომტანია გაკვეთილზე ტექნოლოგიების(ბუკი) გამოყენება.
§ ხარისხიან სწავლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა;
§ მასწავლებელმა მუდმივად იზრუნოს მოსწავლეთა ფსიქოემოციური ფონის პოზიტიურ მართვაზე.
§ დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შემუშავდეს ურთიერთობის ფორმა, რომელიც შეამცირებს გაკვეთილზე დროის არამიზნობრივად ხარჯვას;
კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის დასაწყისში სურვილი მქონდა ჩამოყალიბებულიყო საკვლევი კომისია და კოლეგებს კვლევის წარმოებაში ჩართვა შევთავაზე. ავუხსენი, რომ კომისის არსებობის შემთხვევაში მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით წარიმართებოდა, უფრო მეტი ინტერვენცია დაიგეგმებოდა, თითოეული წევრის დასკვნები შეჯერდებოდა და კლას-კომპლექტებში ხარისხიანი სწავლება უკეთესად მიიღწეოდა. კვლევაში მონაწილეობის სურვილი არცერთმა მასწავლებელმა არ გამოთქვა, თუმცა მხარდაჭერა აღმითქვეს. ის ფაქტი, რომ ვერ მოხერხდა ურთიერთთანამშრომლობა კვლევის ნაკლოვანებად მიმაჩნია, რადგან კოლეგების ჩართულობა მეტად უზრუნველყოფდა ძირითად მიგნებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების ნათლად და დამაჯერებლად წარმოჩენას.
დასკვნა
განხორციელებულ საკუთარი პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ Iბ-IIIბ კლას-კომპლექტში შექმნილი პრობლემის - საგაკვეთილო დროის დეფიციტი - გამომწვევი მიზეზებია:
§ მოსწავლეთა განსხვავებული სასკოლო მზაობა;
§ ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
§ მეტყველების ხარვეზები;
§ განსხვავებული ემოციებისა და ტემპერამენტის მოსწავლეთა მართვის სირთულე;
§ გაკვეთილის გეგმასა და საგაკვეთილო პროცესს შორის არსებული განსხვავება;
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ცვლილებების ანალიზის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ პრობლემის მოგვარება და ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა შესაძლებელია ეტაპობრივად, სწორი მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციების ფონზე. ვფიქრობ, მასწავლებელთა მეტი ჩართულობა მსგავსი კვლევების წარმოებაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს. აღნიშნული კვლევის შედეგების გამოყენება შეუძლია დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებიც ამავე პრობლემის წინაშე დგანან და გამომწვევი მიზეზებიც ძირითადად იდენტურია.
ბიბლიოგრაფია
ბერკი ლ. (2010) ბავშვის განვითარება თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯანელიძე ა. ლაბარტყავა ნ. (2014) მასწავლებლის წიგნი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის თბილისი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
განათლების დაწყებითი საფეხური სწავლა-სწავლების თავისებურებანი კლას-კომპლექტებში თბილისი 2015 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №43/ნ 2014 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი.
დათუკაშვილი ნ. (2017, 31 მარტი) სწავლა-სწავლება კლასკომპლექტში http://mastsavlebeli.ge/?p=13744 მოძიების თარიღი
ლობჟანიძე ს. (2012, 28 სექტემბერი) კვირის გეგმით მუშაობა http://mastsavlebeli.ge/?p=2481 file:///C:/Users/STUDENT/Desktop/sofiko_lobjanidze_1.pdf მოძიების თარიღი სექტემბერი. 2017 წელი
უზნაძე დ. (2005) ბავშვის ფსიქოლოგია სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია დ. უზნაძიის სახელობის ფსიქოლოგიური ინსტიტუტი
http://www.mes.gov.ge/content.php?id=193&module=legislation&page=detals&leg_ id=241&doc _type=orig ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“
დანართი
ცხრილი I
ხანგძლივობა(წთ)
|
კლასები
| |
2-3
|
მუშაობის ორგანიზება
| |
15-18
|
ახსნა, მასალის პირველადი განმტკიცება
|
დამოუკიდებელი მუშაობა
|
15-18
|
დამოუკიდებელი მუშაობა
|
ახსნა, მასალის პირველადი განმტკიცება
|
3-5
|
შეჯამება, საშინაო დავალებების მიცემა
|
ცხრილი II
კლასი
|
კლასი
| ||||||
თემა:
|
თემა:
| ||||||
საგანი:
| |||||||
მოსწავლეთა პროფილი:
| |||||||
მიზანი
| |||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
| |||||||
წინარე ცოდნა
| |||||||
გაკვეთილის მსვლელობა
| |||||||
მთელი კლასი (5-6 წთ)
|
გაკვეთილის მიზანის გაცნობა; საუბარი მუშაობის ორგანიზებაზე. გამოწვევის ფაზა (კითხვა-პასუხი, დისკუსია, პრეზენტაცია)
| ||||||
II კლასი
|
IV კლასი
| ||||||
5 წთ.
|
აქტივობა : ზეპირი მეტყველება; (კითხვა, თხრობა, მსჯელობა)
მიზანი: აღწერა:
|
აქტივობა : დამოუკიდებელი ( მაგ:წერითი) სამუშაო;
მიზანი: აღწერა:
| |||||
5 წთ.
|
აქტივობა : მუშაობა ბარათებით;
მიზანი: აღწერა:
|
აქტივობა : ზეპირი მეტყველება (კითხვა, თხრობა, მსჯელობა)
მიზანი: აღწერა:
| |||||
5 წთ.
|
აქტივობა : დამოუკიდებელი მუშაობა (მაგ: „ვენის დიაგრამა“) მიზანი: აღწერა:
|
აქტივობა : საუბარი, მსჯელობა
მიზანი: აღწერა:
| |||||
10 წთ.
|
აქტივობა: მინი ლექცია
მიზანი: აღწერა:
|
აქტივობა: დამოუკიდებელი ( მაგ:წერითი, ბუკით მუშაობა) სამუშაო; მიზანი: აღწერა:
| |||||
5 წთ.
|
აქტივობა: ბუკით მუშაობა მიზანი: აღწერა:
|
აქტივობა: მინი ლექცია მიზანი: აღწერა:
| |||||
მთელი კლასი (5-7 წთ)
|
შეჯამება; საშინაო დავალებების მითითება;
| ||||||
მთელი კლასი (2 წთ)
|
მოსწავლეთა შეფასება
| ||||||
რესურსი
| |||||||
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
საგანი , დრო
|
---------------------
| |||||||||||||||||||||
მოსწავლე
| ||||||||||||||||||||||
კრიტერიუმები , ქულები
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
| |
იყო აქტიური
| ||||||||||||||||||||||
ასრულებდა ინსტრუქციებს
| ||||||||||||||||||||||
შეძლო აქტივობების შესრულება
| ||||||||||||||||||||||
რესურსი იწვევდა მოტივაციას
და ჩართულობას
| ||||||||||||||||||||||
მისაღები იყო გაკვეთილის ორგანიზების ფორმა
| ||||||||||||||||||||||
გამოავლინა ინტერესი
| ||||||||||||||||||||||
შეძლო ინდივიდუალური შესაძლებობების წარმოჩენა
| ||||||||||||||||||||||
გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს
| ||||||||||||||||||||||
უსმენდა თანაკლასელთა მოსაზრებებს
| ||||||||||||||||||||||
აქტიურობით ხელს უშლიდა მეგობრებს
| ||||||||||||||||||||||
სამუშაოს ასრულებდა დამოუკიდებლად
| ||||||||||||||||||||||
შეაფასა საკუთარი თავი
| ||||||||||||||||||||||
შეძლო თანატოლთა შეფასება
|
კითხვარი მასწავლებლებისთვის
გამოკითხვის მიზანია Iბ -IIIბ კლას-კომპლექტში მიმდინარე კვლევისათვის „ საგაკვეთი ლო დროის ორგანიზება კლას-კომპლექტებში“ მონაცემების შეგროვება. მადლობას მოგახსენებთ დახმარებისათვის.
საგანი: კლასები:
1. შეიმჩნევა თუ არა თქვენს მიერ ჩატერებულ გაკვათილებზე დროის დეფიციტი?
დიახ არა
2. მიგაჩნიათ თუ არა ეს პრობლემად?
დიახ არა
3. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთ კლას-კომპლექტში/კლასში იჩენს თავს თუ რამდენიმეში?
-----------------------------------------------------------------------
4. როგორ ფიქრობთ რა არის ასეთი პრობლემის არსებობის მიზეზი?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა მეთოდებს იყენებთ ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. გთხოვთ აღწეროთ კონკრეტული აქტივობა, რომელმაც ყველაზე მეტად გაამართლა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კითხვარი მშობლებისთვის
კითხვარი მშობლებისთვის
შემოგთავაზებთ კითხვარს, რომლის შევსებას დიდი მნიშვნელობა აქვს Iბ – IIIბ კლასებში კვლევის ჩატარებისთვის. გთხოვთ, გულწრფელად გასცეთ პასუხი თითეულ შეკითხვას. წინასწარ გიხდით მადლობას.
1. თქვენი შვილის სკოლაში შესვლისას ინფორმირებული იყავით თუ არა კლას-კომპლექტში სწავლების სპეციფიკის შესახებ?
2. თვლიდით, რომ კლას-კომპლექტში სწავლა გაართულებდა შესასწავლი პროგრამის ათვისებას?
3. რამდენად გამართლდა თქვენი ვარაუდი?
4.ამჟამად რომელ კლასში იმყოფება თქვენი შვილი? ------------------
5. დამოუკიდებლად მეცადინეობს თუ ეხმარებით სასკოლო დავალებების მომზადებაში? გთხოვთ მიუთითოთ რა ფორმით ეხმარებით მას.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.არის თუ არა მისთვის პრობლემა კლას-კომპლექტში სწავლა?
6.არის თუ არა მისთვის პრობლემა კლას-კომპლექტში სწავლა?
7. რატომ ფიქრობთ ასე?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. როგორ გგონიათ რა უნდა მოიმოქმედოს მასწავლებელმა, რომ სწავლების ხარისხი მაქსიმალურად მაღალი იყოს?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. რა კონკრეტულ რჩევას/რჩევებს მისცემდით თქვენი შვილის პედაგოგებს? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოსწავლეთა გამოკითხვა
თითეულ კითხვაზე თქვენი პასუხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, კარგად იფიქროთ და ზუსტად ის დაწეროთ რაც თქვენ სწორად მიგაჩნიათ. ამით უზომოდ გამახარებთ. თქვენი იმედი მაქვს.
1. რას ფიქრობ სკოლის შესახებ?
რა მოგწონს:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა არ მოგწონს: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რას აკეთებ გაკვეთილზე?
· ვკითხულობ
· ვწერ
· ვავსებ ტესტებს
· დაფასთან ვმუშაობ
· ჩართული ვარ როლურ თამაშებში
· ვასრულებ ბუკში გამოგზავნილ დავალებებს
· ვცდილობ დრო გავიყვანო
3. რომელი ტიპის აქტივობები გახალისებს გაკვეთილის მსვლელობისას? ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რა გიკარგავს მოტივაციას გაკვეთილზე ყველაზე მატად?
· ხმაური
· ბევრი დავალებები
· ერთფეროვნება
· რთული მასალა
5. ასწრებ ყველა დავალების შესრულებას, რომელსაც მასწავლებელი გაკეთებინებს?
· დიახ
· არა
6. რას გრძნობ, როდესაც ვერ ასწრებ მოცემული დავალების შესრულებას?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.თუ გაკვეთილის მსვლელობისას ვერ გაიგებ რომელიმე საკითხს, გიხსნის მასწავლებელი ახლიდან?
· დიახ
· არა
· ყოველთვის არა
8 .როგორ ფიქრობ რა არის ამის მიზეზი?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. გაკვეთილის მსვლელობისას რომელი ფაქტორი გიშლის ხელს რომ კარგად გაიგო ახალი მასალა?
· სხვა კლასის მოსწავლეების მიერ გაკვეთილის მოყოლა
· მასწავლებელი ცდილობს სწრაფად ახსნას გაკვეთილი
· მასწავლებელი დაკავებულია სხვა კლასის მოსწავლეებთან
· მასწავლებელი გაკვეთილს გასაგებად ხსნის, მაგრამ არ გვაძლევს მითითებას როგორ შევასრულოთ სავარჯიშოები, წერითი დავალებები.
10. რა იქნებოდა ცალკე კლასში რომ სწავლობდე?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დიაგრამა 1
დიაგრამა 2
დიაგრამა 3
დიაგრამა 4
დიაგრამა 5
დიაგრამა 6
კვირის გეგმა ქართულ ენასა და ლიტ-ში თემა: ლექსი „მოხუცის დარიგება“ (ი. გრიშაშვილი) მოთხრობა: „რას გალობს შაშვი?“ (ირ. ევდოშვილი) შესრულების ვადა : 19 .03.2018-დან 23.03.2018-მდე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაამუშაო ზემოთ მოცემული თემები. ცხრილში არის როგორც სავალდე ბულო, ისე არჩევითი დავალებები. არჩევითი დავალებიდან უნდა შეასრულო ორი მაინც. ასევე შენი ასარჩევია , მარტო შეასრულებ ამ დავალებას თუ თანაკლასელთან/თანაკლასელებთან ერთად. სამუშაო თავად გაანაწილე დროში. ლიტერატურად გამოიყენე სახელმძღვანელოს 98-101 გვერდები , აქტივობების რვეული, ჩემ მიერ მოწოდებული სამუშაო ფურცელი და ბუკით გამოგზავნილი დავალებები. კარგი იქნება თუ მოიპოვებ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია არჩევით დავალებებში და გააკეთებ პრეზენტაციას. შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენ კვირის ბოლო დღეს ქართულ ენის გაკვეთილზე.
| |||||
სავალდებულო დავალებები
|
უკვე შევასრულე
|
ჩემთვის სირთულე იყო
|
სირთულეების გადალახვაში დამეხმარა
|
დავალება შევასრულე მარტომ, წყვილებში, ჯგუფში
|
ხელმოწერა
|
წაიკითხე ლექსი „მოხუცის დარიგება“. (გვ. 98) იფიქრე მთავარ იდეაზე.
| |||||
წერილობით გაეცი პასუხი ლექსის „მოხუცის დარიგება“ ბოლოს მოცემულ შეკითხვებს;
| |||||
ლექსში „მოხუცის დარიგება“ გამოყებნებული ახალი ლექსიკური ერთეულებით შეადგინე წინადადებები და დაწერე რვეულში
| |||||
შეავსე აქტივობების რევეულში გვ:79
| |||||
ლექსი„მოხუცის დარიგება“ ისწავლე ზეპირად
| |||||
მოიფიქრე და დაწერე მცირე ზომის ტექსტი გვ:99-ზე მოცემული სურათს მიხედვით
| |||||
წაიკითხე მოთხრო ბა: „რას გალობს შაშვი?“
| |||||
შეასრულე აქტივობების რვეულში მოცემული დავალებები გვ:80-81
| |||||
არჩევითი დავალებები
| |||||
დაწერე თხზულება „ სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობია“
| |||||
შეასრულე მოთხრობის „რას გალობს შაშვი?“ შესაბამისი ბუკით გამოგზავნილი დავალებები
| |||||
გადმოეცი მოთხრობა „რას გალობს შაშვი?“ I პირში.
| |||||
გადმოეცი მოთხრობა „რას გალობს შაშვი?“ III პირში.
| |||||
მოიძიე და წარმოადგინე ინფორმაცია შაშვის შესახებ.
| |||||
Power point -ის პროგრამაში შექმენი სლაიდი შაშვის შესახებ.
|
კვირის გეგმა ბუნებისმეტყველებაში თემა: მცენარეები. როგორ იცავენ მცენარეები ნიადაგს. შესრულების ვადა : 23 .04.2018-დან 27.04.2018-მდე ორ ჯგუფად გაყოფილმა პირვეკლასელებმა და მესამეკლასელებმა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაამუშაოთ ზემოთ მოცემული თემები. ცხრილში არის როგორც სავალდებულო, ისე არჩევითი დავალებები. არჩევითი დავალებიდან უნდა შეასრულოთ ორი მაინც. სამუშაო თავად გაანაწილეთ დროში. გამოიყენეთ I კლასის ბუნების სახელმძღვანელოს 101 გვერდი , ჩემ მიერ მოწოდებული საინფორმაციო ტექსტი შესაბამისი ცხრილით, კროსვორდი, სამუშაო ფურცელი და ბუკით გამოგზავნილი დავალებები. კარგი იქნება თუ ორივე ჯგუფი შეთანხმდებით არჩევით დავალებებიდან შეასრულოთ აქტივობა „აბა, გამოიცანი“, რადგან სახალისო და საინტერესო იქნება. შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენთ კვირის ბოლო დღეს ბუნების გაკვეთილზე.
| |||
სავალდებულო დავალებები
|
უკვე შევას რულე
|
რა სირთულეებს წავაწყდით
|
რა დაგვეხმარა სირთულეების გადალახვაში
|
ურჩიეთ მეგობრებს როგორ მოუარონ მცენარეებს, პრეზენტაციის ფორმა თვითონ შეარჩიეთ
| |||
გაეცანით ტექსტს „მეწყერი“ და შეავსეთ ცხრილი
| |||
შეასრულეთ დავალება 1-სურათებზე ამოიცანით მეწყერსაშიში ადგილები
| |||
შეასრულეთ დავალება 2 - სურათის მიხედვით დაწერეთ თხზულება „ხის ჩივილი“
| |||
შეავსე კროსვორდები „ყვავილოვანი მცენარეები და „ხემცენარეები“
| |||
დაათვალიერეთ მცენარეები სკოლის ეზოში და მოიპოვეთ ინფორმაცია ერთ-ერთ მათგანზე
| |||
მოიძიეთ გამოცანები მცენარეებზე და სტიქიურ მოვლენებზე და მოაწყეთ შეჯიბრი“აბა, გამოიცანი“
| |||
ჩაატარეთ პრაქტიკული ცდები მასწავლებლის მითითებით და გააკეთეთ ჩანაწერები
| |||
შეასრულეთ ნახატი „ბუნება მბრძანებელია“.
|
მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
სახელი, გვარი ---
თარიღი --- საგანი---
1. ვუსმენდი მასწავლებელს
დიახ არა
2.თუ რამის თქმა მინდოდა, მაშინ
o ხელს ვიწევდი და ვუცდიდი მასწავლებელს სანამ მომაქცევდა ყურადღებას
o დაუკითხავად ვდგებოდი და მივდიოდი მასწავლებელთან
o ხმამაღლა წამოვიყვირებდი
3.დავიმსახურე შექება, რადგან -------------------------------------------------------------------------
4.დავიმსახურე შენიშვნა, რადგან ----------------------------------------------------------------------
5.ვცდილობდი მომესწრო დავალების შესრულება და ვაკონტროლებდი დროს
დიახ არა
6.დამჭირდა დამატებითი დრო, რადგან
აქტივობები თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავებისთვის: ინსტრუქცია: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ დავალების სწორად შესრულების შემთხვევაში მიიღებენ გამოსახულებას. მიუთითებს თუ რომელ მხარეს და რამდენ უჯრაზე უნდა გაავლონ ხაზი. უკეთესია მიმართულებების - მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ გახსენებაც. აქტივობა 1. ფანქრის წვერი დადეთ აღნიშნულ წერტილზე. ყურადღებით, ვიწყებთ ხატვას. 3 უჯრა მარჯვნივ, 1 უჯრა ზემოთ, 2 უჯრა მარჯვნივ, 5 უჯრა ქვემოთ, 6 უჯრა მარჯვნივ, 2 უჯრა ქვემოთ, 1 უჯრა მარჯვნივ, 6 უჯრა ქვემოთ, 8 უჯრა მარცხნივ, 7 უჯრა ზემოთ, 4 უჯრა მარცხნივ. რა გამოვიდა? შეგიძლიათ გააფერადოთ. აქტივობა 2. 1 უჯრა ზემოთ, 2 უჯრა მარჯვნივ, 1 უჯრა ზემოთ, 1 უჯრა მარჯვნივ, 1 უჯრა ზემოთ, 1 უჯრა მარჯვნივ, 5 უჯრა ქვემოთ, 6 უჯრა მარჯვნივ, 1 უჯრა ზემოთ, 1 უჯრა მარცხნივ, 1 უჯრა ზემოთ, 2 უჯრა მარჯვნივ, 9 უჯრა ქვემოთ, 1 უჯრა მარცხნივ, 4 უჯრა ზემოთ, 6 უჯრა მარცხნივ, 4 უჯრა ქვემოთ, 1 უჯრა მარცხნივ, 9 უჯრა ზემოთ, 2 უჯრა მარცხნივ.
თამაში თვითრეგულირებადი ქცევის გამომუშავებისთვის
„მარწყვი, ბალი, ვაშლი, ხილი“. თამაშის მიზანია ყურადღების კონცენტრაცია, სწრაფი კოორდინირების უნარის განვითარება.
მიმდინარეობა: მოსწავლეები სხდებიან სკამებზე, ქმნიან წრეს. ხდება გადათვლა მარწყვი, მსხალი, ვაშლი. წრის შუაში გამოდის ერთი ბავშვი და ასახელებს ერთ-ერთ ხილს. მაგ: „მსხალი“. მხოლოდ „მსხლები“ დგებიან და ერთმანეთს უცვლიან ადგილებს მითითებულ დროში. შემდეგ სიტყვაზე სხვა მონაწილეები ცვლიან ადგილს.
ინტელექტუალურ თამაშები თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბებისათვის
აქტივობა „ჩვენ გამორჩეულები ვართ“
მიზანი: თითოეული ადამიანის ღირებულების გააზრება, უკეთ გაცნობა, თვითეფექტიანობის ამაღლება.
მასალა: ჯგუფის თავისებურებიდან გამომდინარე შექმნილიკითხვარი, რათა თითოეულმა წევრმა გარკვეული ქულა ,,შეიტანოს“.
მიმდინარეობა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, სადაც სხვადასხვა მტკიცებულებები არის ჩამოთვლილი და თითოეულს გარკვეული ქულა უნდა მიეწეროს. კითხვარის დასრულების შემდეგ მასწავლებელი გამოჰკითხავთ თუ რა მიზანი ჰქონდა თამაშს და იყო ჯგუფში ისეთი წევრი, რომელმაც ქულა არ შეიტანა?
ბოლოს მასწავლებელი აჯამებს შედეგებს და აღნიშნავს, რომ როგორც ამ თამაშში, ისე კლასში ჯგუფის თითოეული წევრი ღირებულია და ყველას შეაქვს წვლილი კლასის წარმატებებში, როგორც ამ თამაშში დაგროვილი ქულები. ყველანი განსხვავებულები და განსაკუთრებულები არიან. ამიტომ კლასიც გამორჩეულა. მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ ღირებულებებს, იზრდება თვითეფექტურობის განცდა.
აქტივობის შესაბამისი კითხვარი Iბ - IIIბ კლასკომპლექტისთვის
1. დაიწერეთ თითოეულ წევრზე 1 ქულა, თუ ჯგუფის რომელიმე წევრი დადის მუსიკაზე;
2. დაიწერეთ თითოეულ წევრზე 1 ქულა, თუ ჯგუფის რომელიმე წევრი დადის ცეკვაზე;
3. თუ თქვენი ჯგუფის წევრის გვარი იწყება ზ ან ღ ასოზე, დაიწერეთ 1 ქულა თითოეულ წევრზე;
4. თუ თქვენი ჯგუფის რომელიმე წევრი ერთხელ მაინც მოხვედრილა საშიშ სიტუაციაში, დაიწერეთ თითო წევრზე 1 ქულა;
5. თუ ჯგუფის რომელიმე წევრს გაუკეთებია ოპერაცია, დაიწერეთ თითო წევრზე 1 ქულა;
6. თუ ჯგუფის რომელიმე წევრს ბოლო 3 დღის განმავლობაში წაუკითხავს კლასგარეშე საკითხავი მოთხრობა, დაიწერეთ თითო წევრზე 1 ქულა.
აქტივობა „აბლაბუდა“
მიზანი: პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება, თანამშრომლობითი უნარების განვითარება, თვითეფექტურობის განცდა.
მიმდინარეობა: მოსწავლები სხედან წრეში. ერთ-ერთ მოსწავლე თანაკლასელს მიმართავს კომპლიმენტით: ,,მე მომწონს, რომ შენ...“ ამის შემდეგ მოსწავლე თავად იტოვებს ძაფის ბოლოს, გადაიხვევს ძაფს ხელზე და გორგალს გადააწოდებს აღნიშნულ მოსწავლეს, შემდეგ ის – სხვას და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლესთან არ ,,გაიბმება აბლაბუდა“ და თითოეულის მისამართით არ ითქმება კომპლიმენტი. აქტივობის დასასრულს გორგალი ხელთ აქვს მოსწავლეს, რომელსაც უკანასკნელს გაუკეთეს კომპლიმენტი. ამის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა „დაშალონ აბლაბუდა“ და ისევ დაახვიონ გორგალი. უკანასკნელი მოსწავლე აფიქსირებს, თუ რა უთხრა თანაკლასე, ის გადასცემს გორგალს მოსწავლეს, ვისგანაც მოდის ძაფი, შემდეგ ის ამბობს, თუ რა უთხრეს მას და ა.შ. თამაშში მნიშვნელოვანი ის რომ მეგობართა შეფასებასთან ერთად მოსწავლე გრძნობს რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ სხვებისთვის. იმის გამო, რომ მასში პოზიტიურ თვისებებს ამჩნევენ იზრდება თვითეფექტურობის განცდა.
აქტივობა ,,ჩემი გერბი“
მიზანი: მე-კონცეფციის ფორმირება, თვითპრეზენტაციის უნარების განვითარება.
მიმდინარეობა: მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გერბის შაბლონს და შემდეგ აქტივობას: გერბი იყოფა სამ ნაწილად, ერთ ნაწილში მოსწავლეებმა უნდა დახატონ საკუთარი განწყობა ან ხასიათი. მაგ: გაცინებული ან სერიოზული კაცუნა. იმის მიხედვით, თუ როგორ განწყობაზე არიან მოსწავლეები ყველაზე ხშირად. მეორე ნაწილში იხატება მოსწავლის საყვარელი საქმიანობა. მესამე ნაწილში კი – მოსწავლის თვალით წარმოდგენილი მომავალი. გერბს სასურველია ჰქონდეს დევიზი. შეიძლება შევთავაზოთ, რომ დაწერონ, თუ რას უსურვებდნენ საკუთარ თავს. მაგ: დაასრულონ ფრაზა „მე მინდა ვიყო...“ დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები დავალებას წარადგენენ კლასის წინაშე.
დიაგრამა 7
დიაგრამა 8
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება N 191
2006 წლის 15 მარტი ქ. თბილისი
ბრძანება N 191
2006 წლის 15 მარტი ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ”განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. რეორგანიზებულ იქნეს ქვემომოყვანილი სკოლები და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში (სსმ III, N 112, მუხლი 1233):ბ.ბ) სოფ. ნანიანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. კაჭრეთის სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;
ა. ლომაია
კვლევის განრიგი
შესასრულებელი სამუშაო
|
ვადები
| ||||||||
X
|
XI
|
XII
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
| ||
სკოლის დირექტორთან ვიზიტი, პრობლემის შერჩევა
|
17
| ||||||||
შეხვედრა კლას-კომპლექტის მასწავლებლებთან პრობლემის იდენტიფიცირებისთვის
|
20
| ||||||||
ფოკუს ჯგუფი Iბ – IVბ კლასის მშობლებთან
|
31
| ||||||||
ფოკუს ჯგუფის შედეგების საფუძველზე მშობელთათვის კითხვარის შემუშავება
|
2
| ||||||||
ჩაღრმავებული ინტერვიუ Iბ – IIIბ კლას-კომპლექტის მასწავლებლებთან
|
3
| ||||||||
ჩაღრმავებული ინტერვიუ IIბ – IVბ ბ კლას-კომპლექტის მასწავლებლებთან
|
3
| ||||||||
კითხვარის შემუშავება IIბ IIIბ IVბ კლასებში
|
5-8
| ||||||||
მასწავლებელთა გამოკითხვა
|
5-15
| ||||||||
მოსწავლეთა გამოკითხვა
|
11-15
| ||||||||
მშობელთა გამოკითხვა
|
6-10
| ||||||||
ინტერვიუ პირველკლასელებთან
|
12-15
| ||||||||
კითხვარების დამუშავება, მონაცემთა ანალიზი
|
20-25
| ||||||||
მოსწავლეთა დაკვირვება Iბ – IIIბ კლას-კომპლექტში
|
10-30
|
1-29
| |||||||
17-27
| |||||||||
შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან
|
26
| ||||||||
29
| |||||||||
ცვლილებების განხორციელება
|
5-28
|
1-31
|
1-30
|
1-15
| |||||
ფოკუს-ჯგუფი მშობლებთან
|
22
|
19
| |||||||
ფოკუს-ჯგუფი მშობლებთან
|
8
| ||||||||
მონაცემების დამუშავება
|
10-15
| ||||||||
ფოკუს-ჯგუფი მოსწავლეებთან
|
11
| ||||||||
ცვლილებების შეფასება
|
29-30
|
26-27
|
14-16
| ||||||
საბოლოო ანგარიშის მომზადება
|
20-31
|
რეფლექსია
Iბ- IIIბ კლას-კომპლექტში სასწავლო წლის დასაწყისში შევამჩნიე, რომ გაკვეთილის მსვლელობისას გაჩნდა პრობლემა - ვერ ვახერხებდი დაგეგმილი გაკვეთილის შესაბამის დროში ჩატარებას. მჭირდებოდა დამატებითი წუთები, რათა სრულად განმეხორციელებინა აქტივობებიც და მიმეღწია სასურველი შედეგისთვის. საგაკვეთილო დროის დეფიციტი მივიჩნიე პრობლემად, რომლის აღმოფხვრა მნიშვნელოვნად შეცვლიდა სწავლა-სწავლების ხარისხს. ამიტომ დავგეგმე კვლევა და სამიზნე ჯგუფად შევარჩიე დაწყებითი (Iბ-IVბ)კლასები. პრობლემის იდენტიფიცირება სწორედ მათთან მოვახდინე, თუმცა დაგეგმილი ინტერვენციები Iბ- IIIბ კლას-კომპლექტებში განვახორციელე, რადგან საგაკვეთილო პროცესს მათთან წარვმართავდი.
კვლევის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები და გამოტანილი დასკვნები დამეხმარა კოლეგებისთვის გამეზიარებინა რა შეიძლება გაკეთდეს საგაკვეთილო დროის სწორად ორგანიზებისათვის. მათ საინტერესოდ მიიჩნიეს, კვირის გეგმის მეთოდი, რადგან სხვადასხვა უნარების განვითარებას უზრუნველყოფს, მაგრამ იმის გამო, რომ სასწავლო წლის დასასრული მოახლოვდა, მისი გამოყენება სამომავლოდ გადადეს. G-PRIED-ისა და USAID-ის მიერ შედგენილი დაწყებითი საფეხურისათვის განკუთვნილი აქტივობების IIბ- IVბ კლას კომპლექტის მასწავლებლისათვის შეთავაზებამ მას მისცა დროის დაზოგვის საშუალება და შეძლო ამ რასურსით მუშაობის პარალელურად მთელი ყურადღება კლასკომპლექტის მეორე კლასისთვის დაეთმო.
გამოვლენილი ნაკლოვანებების მიუხედავად ვთვლი, რომ ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაწყებითი კლასების მასწავლებლების პრაქტიკულ საქმიანობას, თუკი ისინი მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევძელი გაკვეთილზე აღმომეფხვრა დროის დეფიციტი. ვფიქრობ მოძიებული რესურსები, განხორციელებული ინტერვენციები და მთლიანად კვლევის პროცესი საკუთარი პედაგოგიური საქმიანობის განვითარებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია. შევეცდები მომავალში უკეთ ვიზრუნო პრაქტიკის დახვეწისა და წინსვლისათვის.
მ. ყამბარაშვილი
No comments:
Post a Comment