I -IV კლასის მოსწავლეებმა განვახორციელეთ პროექტი „ფერადი ქაღალდებით მოყოლილი ამბები“ .
პროექტია მიზანია ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. მოტო რიკისა და საკუთარი ხელით კეთების ჩვევის გამომუშავება. თანამშრომლობითი და ჯგუფური უნარ-ჩვევის დახვეწა.
ჩვენ სულ 15 მოსწავლე ვართ. გავიყავით სამ ჯგუფად და შევარჩიეთ ლიდერები.
I ჯგუფის ხელმძღვანელად სანდრო აროშვილი ავირჩიეთ. ჯგუფში გაერთიანე ბულია 5 მოსწავლე: ირაკლი გოგინაშვილი, ბარბარე ლაზაშვილი, ნიკოლოზ ლაზაშვილი და ნიკოლოზ ჭამიაშვილი.
II ჯგუფში ვართ მე, ლიდერი, ბარბარე ქერეჭაშვილი, ქრისტინე ქერეჭაშვილი, მარიამ ზიარქაშვილი, ნინო თევდორაშვილი და სალომე ზირაქაშვილი.
მე ვარ III ჯგუფის ლიდერი ლუკა ღვინაშვილი, წევრები არიან ლაშა ზირაქა შვილი, ლიკა აროშვილი, ლუკა ზირაქაშვილი და გიორგი გოგინაშვილი.
პროექტის ფარგლებში მოვიძიეთ სხვადასხვა ინფორმაციები ინტერნეტის საშუალებით. ვნახეთ როგორ კეთდება ნაძვის ხეები, სახლები, ხეები. თითეულმა ჯგუფმა ფერადი ქაღალდების დახმარებით შექმნა სიუჟეტური ნამუშევარი, რომლის მიხედვითაც დავწერეთ პატარა მოთხრობები.
სანამ ჩვენს ნამუშევრებს წარმოგიდგენდეთ გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს ქაღალდის შესახებ.
ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ.წ. 105 წელს გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ.
751 წელს სამარანდის მახლობლად არაბებმა მოახერხეს რამდენიმე ჩინელი ოსტატი ტყვედ აიყვანათ, რომლებიც იძულებულები გახდნენ გაეცათ ქაღასლდის დამზადების საიდუმლო. არაბებმა ქაღალდის წარმოებაში ცვლილებები შეიტანეს. ისინი - ქსოვილსა და ბამბას. . იყენებდნენ .
ევროპაში ქაღალდი XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქაღალდის დამამზადე ბელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა.
XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქაღალდის წარმოება მასობრივი გახადა.
ქაღალდის წარმოების მექანიზირება მოხდა მხოლოდ 1800 წელს, როდესაც დიდოს ფაბრიკაში, პარიზის მახლობლად, ფრანგმა ნიკოლაი -ლუი რობერმა გამოიგონა პირველი ქაღალდის დამამზადებელი მანქანა, რომელიც უშვებდა ქაღალდს ერთმენეთის მიყოლებით.
1805 წელს ინგლისელმა ინჟინერმა ჯოზეფ ბრამამ შექმნა მანქანა, რომელმაც მომავალში შესაძლებელი გახადა ქაღალდის რულონების დამზადებაზე გადასულიყვნენ.
თანამედროვე ეპოქაში ქაღალდის წარმოება თითქმის მთლიანად ავტომატიზირე ბულია. ხარისხის კონტროლსაც კომპიუტერი ანხორციელებს.
ქაღალდი გამოიყენება ძირითადად წერისთვის და ბეჭდვისთვის. ასევე როგორც შესაფუთი , საშუალება, მაგ: მუყაო, ჰიგიენური ქაღალდი, კორაციული ქაღალდი. ვიყენებთ ბილეთების, ეტიკეტების, აფიშების დასამზადებლად.
ქაღალდი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს, ამიტომ თბილ ღვეზელებსა და ფუნთუშებს ქაღალდის პარკებში აწყობენ. კაფეებში ცხელი სასმელებისთვის ხშირად ქაღალდის ჭიქებს იყენებენ.
ქაღალდი ხელოვნური მასალაა, რომელიც ბუნებრივი მასალისაგან, ხისგან მიიღება.ხის მორებს პატარა ნაფოტებად აქუცმაცებენ და სოდასთან ერთად ხარშავენ. მოხარშვის შემდეგ ხე რბილ მასად „ხის ფაფად“ გადაიქცევა. როცა ეს „ფაფა მოიხარშება“ სპეციალური საწური მანქანა მას წურავს, აუთოვებს, აშრობს და
ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი. წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ გარემო გროვდება უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი რომლებიც აღარ გვჭირდება. უსარგებლო მაკულატურა გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად. ეს შესაძლებლობას იძლევა მოჭრას გადაურჩეს ხეები. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენს დროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. ამიტომაც არის, რომ ქაღალდს სხვადასხვა ფერი შეურიეს და უამრავი სასურველი ფერის ფერადი ქაღალდები და მუაოები გადმოგვცეს ბავშვებს. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ავიღეთ მაკრატელი, წებო, მოვუხმეთ ჩვენს ბავშვურ ფანტაზიას და შევქმენით სოფლისა და ქალაქის ქუჩები.
ახალი წელი გვიახლოვდება. ამიტომ შექმნილი ნამუშევრებიც და მოთხრობებიც ამ თემაზეა.
I ჯგუფი
ქალაქურ და სოფლურ ცხოვრებას შორის დიდი განსხვავება რომ არის ამას მამიდასთან ხშირი სტუმრობით მივხვდი. სოფელი უფრო მშვიდი და თბილია. ქალაქში ბევრი ხმაური და ქაოსია. ჩვენი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ სიუჟეტურ ნამუშევარს „საახალწლო საჩუქარი“ დავარქვით. ეს იდეა ბარბარემ მოგვაწოდა. ქალაქის ერთი ქუჩის შექმნაში ჯგუფის ყველა წევრმა მივიღეთ მონაწილეობა. ზოგმა სახლებს შემოვაკარით ქაღალდი, ზოგმა ფანჯრები მივაწებეთ. სხალებად რა გამოვიყენეთ არ იკითხავთ? მოყაოს ყუთები. ზოგი ყუთი წამლის იყო, ზოგიც სუნამოსი.ქუჩაში დიდი ნაძვის ხეც წამოვჭიმეთ. აქაოდა ქალაქიაო შადრევანთაც დავამშვენეთ. მოცეკვავე ბალერინების გამოჭრა ცოტა გაგვიჭირდა და დახმარებისათვის მეხუთეკლასელ ნინო ზირაქაშვილს ვთხოვეთ. მოთხრობა, ბალერინების სასწაულზე მოგვითხრობს, რომელიც მოუწესრიგებელი ქალაქისთვის საახალწლო საჩუქარს წარმოადგენს.
საახალწლო საჩუქარი
კიდევ ერთი დილა გაენდა ქალაქში. ქალაქში, სადაც მუდმივად არეულობა სუფევდა. მზემ კვლავ გამოანათა, მაგრამ თითქოს სითბოსა და სინათლეს ძალა დაჰკარგვოდა, რაც ქალაქში არსებულ ყვავილებზეც ისახებოდა. ისინი თავჩაღუნულნი და დამწუხრებულნი მხოლოდ მიწისკენღა იცქირებოდნენ. სახლებსა და სხვა შენობებს ხომ სულმთლად დაეკარგათ ის ხიბლი, რაც თავდაპირველად გააჩნდათ და მტვრით დაფარულიყვნენ. შუქნიშანს შავი ლაქები გაუჩნდა, რის გამოც მანქანები და ადამიანები მოძრაობის წესებს არღვევდნენ. ერთი სიტყვით სრული ქაოსი სუფევდა.
ამის შემყურე მოსახლეობა მწუხარებამ მოიცვა. ქუჩაში შუბლშეკრულები დადიოდნენ. ერთმანეთს აღარ უღიმოდნენ და არც კი ესალმებოდნენ. იმაზე ფიქრიც კი არ ახალისებდათ, რომ ახალი წელი მოდიოდა. არც ქალაქის განათებაზე ფიქრობდნენ და არც საჩუქრებზე. არავინ არაფერზე არ ზრუნავდა. ქალაქის ქუჩებში დაყრილ ქაღალდებსა და პარკებს ქარი დააფრიალებდა.
მაგრამ აი სასწაული... ქალაქში სამი ლამაზად მოცეკვავე ბალერინა გამოჩნდა. საოცარი მუსიკის ჰანგები მოედო მთელს ქალაქს. ბალერინები ნარნარი რხევით გამვლელების ყურადღებას იპყრობდნენ. უეცრად ნაძვის ხეც აენთო და ზევიდან თოვლის ფანტელები გადმოცვივდა.
ეს ყოველივე საახალწლო საჩუქარი გახლდათ მთელი ქალაქისთვის და მას ძველებური სიმშვიდე, სისუფთავე, ხალისი და წესრიგი დაუბრუნდა.
II ჯგუფი
ინტერნეტის საშუალებით ნაძვის ხეების დამზადების შესახებ ინფორმაციებს ვეძებდით. რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი შევარჩიოეთ . მასწავლებელმა გვითხრა, რომ ასეთი ნაძვის ხის დამზადება რთული და შრომატევადი იქნებოდა, მაგრამ ვერ გადაგვაფიქრებინა. შევუდექით მუშაობას. ძალიან მალე მივხვდით, რომ რთულია რჩევანი გავაკეთეთ. მხოლოდ ჩვენი მწვანე ქაღალდები კი არა სხვა ჯგუფის ბავშვების მიერ შემოთავაზებულიც დავხარჯეთ. დავასრულეთ ნაძვის ხის კეთება და ზედ ანგელოზიც მივამაგრეთ, თუმცა ჩვენს მუყაოს დაფაზე კიდევ ბევრი ადგილი რჩებოდა და დახმარება მეხუთეკლასელ თაკო ზირაქაშვილს ვთხოვეთ.
პროექტზე ფიქრი სახლშიც გავაგრძელეთ. მშობლებმა შეგვატყეს, რომ დიდ გასაჭირში ვიყავით ჩავარდნილები და დახმარება შემოგვთავაზეს.ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეორე დღეს მუყაოთი გაკეთებული სახლები მოვიტანეთ სკოლაში. ერთ-ერთი მათგანი სვანურ კოშკს მივამსგავსეთ და სწორედ აქედან დაიბადა იდეა, დაგვეწერა მოთხრობა მიტოვებულ სოფელზე, სადაც მხოლოდ ერთი მოხუცი ბერიკაცი შემორჩა.
მოხუცის ნატვრა
დიდიდ ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელში ხმაური აღარ ისმოდა. დილით ვერც მეზობლების გადაძახილს გაიგონებდი და ვერც ქვაზე მოხვედრილი თოხის პირის წკრიალს. სოფელში ძაღლიც კი არ ყეფდა. მხოლოდ მამლის ყივილი თუ აახმიანებდა გარემოს. უსმენდა კი ვინმე ალიონზე მზის სხივებთან მამლის გაბაასებას?
ინათებდა თუ არა სოფელში კოშკის კარი გაიჭრიალებდა და ეზოს მოხუცი ბერიკაცის მძიმე ნაბიჟების ხმა მოედებოდა. მხოლოდ ის, ერთადერთი შემორჩენოდა სოფელს.რომ გეხვეწნათ ვერსად ვერ წაიყვანდით, თუმცა წასასვლელიც არსად ჰქონდა. ცოლია ხალგაზრდას დაეღუპა. ერთადერთი ვაჟიშვილის გაზრდას შეალია ცხოვრების საუკეთესო წლები . როცა დავაჟკაცდა, სამშობლის ფარად უნდა ავეფაროო--აიტეხა. წავიდა და აღარც დაბრუნებულა.
დარდმა გატეხა ბერიკაცი. შრომა უყვარდა და არაფერი უჭირდა. სტუმარსაც გაუმასპინძლდებოდა რომ გამოჩენილიყო როდისმე. სოფლის ახმაურებას ნატრობდა. იცოდა ახალი წელი მოდიოდა და ფიქრობდა იქნებ ვინმე ამოვიდესო. თოვლის ბაბუას არ ელოდებოდა. ძალიან დიდიდ დრო გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელი საჩუქარი გაამზადა თოვლის პაპის სახელით.
იმ დღესაც ისევე მოსაღამოვდა ფიქრსა და შრომაში. ბერიკაცი დასაძინებლად დაწვა. ღმერთს მადლობა შესწირა და ანგელოზს ნატვრის ასრულება სთხოვა. მისი ნატვრა სოფელში ვინმე სულიერის მოსვლა იყო.
დილა მამლის ყივილმა ამცნო. თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა. მოხუცს კი რაღაცის მოლოდინი ჰქონდა. გაიჭრიალა კარებმა. ბერიკაცმა ეზოში გადადგა ფეხი და სახეზე დავიწყებული ღიმილი მოეფინა.
სასრიალოდ მართლაც ამოსულიყვნენ, მასწავლებელს წამოეყვანა ბავშვები.მაღალი ნაძვის ხე ფარადი ბურთებით მოერთოთ და ზედ დიდი, ლამაზი ანგელოზი დაემაგრებინათ.
III ჯგუფი
ჩვენმა ჯგუფმა შევქმენით ნამუშევარი „საახალწლო სასწაული“. მუყაოს დიდი ქაღალდი, რომელიც საყრდენად გამოვიყენეთ თანდათან ივსებოდა თეთრი ნაძვის ხეებით. გავაკეთეთ და მოვხატეთ სახლიც. პატარა გოგონა, რომელიც აქ მდგარ სახლში ცხოვრობს წიგნში შევარჩიეთ. ლუკამ ეს დიდიდ ნაძვის ხე დაამზადა და ბრწყვიალა ვარსკვლავებით მორთო.
როდესაც ჩვენმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, მოთხრობის შედგენაზე ფიქრი დავიწყეთ. აქაც ლუკამ ივაჟკაცა და საინტერესო ამბავი მოიფიქრა, რომელიც სიტყვებად გადაიტანა ფურცელზე. მას თავისის დაიკო, მარიამი დაეხმარა. ხომ იცით პატარები ვართ და უფროსების გამოცდილების გაზიარება არ გვაწყენს.
საახალწლო სასწაული
სოფო მოწყენილი იჯდა ფანჯარასთან და ეზოს გაჰყურებდა. ქერა კულულები მხრებზე ჩამოშლოდა, სახეზე ფერი დაჰკარგოდა.
ნეტავ რა ადარდებდა პატარა გოგონას?! თითქოს ყველაფერი ჰქონდა: დედიკოო და მამიკო საჩუქრებს არ აკლებდნენ, ბებია-პაპაც ძალია ანებივრებდნენ. თან შობა ახლოვდებოდა და იცოდა თოვლის პაოაც მოუტანდა სასურველ საჩუქარს.
გოგონას სევდის მიზეზი ერთფეროვნება იყო. ყველაფერი მის გარშემო ფურცელივით გათეთრებულიყო - ოთახი, სათამაშოები, წიგნები, ნაძვის ხეც კი. არც ის ახარებდა, რომ რამდენიმე საათში ახალი წელი შემოაღებდა კარს.
უეცრად სოფოს რაღაც აზრმა გაუელვა თავში, თვალები გაუბრწყინდა, ლოყები შეეფაკლა და ფეხზე წამოხტა.
--ვიცი რაც უნდა ვთხოვო თოვლის პაპას. აღარ მინდა ამდენი თოჯინა და ძვირფასი საჩუქრები. მე მას ჩემი სამყაროს გაფერადებას ვთხოვ. ახალი წლის ღამეს, 12 საათზე დავდგები თეთრი ნაძვის ხის ძირას და ჩემს სანუკვარ სურვილს ჩავჩურჩულებ.
ასეც მოიქცა. შემდეგ კი დასაძინებლად დაწვა. ისე გაიტაცა ოცნებამ, რომ მისი სიზმრებიც თბილი და ფერადი გახდა.
გათენდა ახალი წლის დილა. სოფოს გამოიღვიძა, თვალები გაახილა და ჰოი საოცრებავ!.. ეგონა ისევ სიზმარში იყო. დახუჭა თვალები და ისევ გაახილა. არა, ეს სიზმარი არ იყო. მისი ოცნება სინამდვილედ ქცეულიყო. მის ირგვლივ ყველაფერი ფერადი და ბრჭყვიალა იყო. ყველაზე დიდი ნაძვის ხის მწვანე ტოტები ფერადი სათამაშოებით და ნათურებით იწონებდნენ თავს. მის საყვარელ თოჯინებსაც სხვადასხვა ფერის კაბები ეცვათ.
--მივხვდი, ყოველთვის აგისრულდება სურვილი თუ მთელი გულით ინატრებ -თქვა სოფომ და მხიარული სიცილით შემოურბინა ნაძვის ხეს გარშემო. მაღლა აიხედა და მხოლოდ ახლა შეამჩნია ნაძვის ხეზე შემოსკუპებული ფერია, რომელიც ღიმილით ჩამოჰყურებდა გოგონას.
No comments:
Post a Comment