პროექტები


პროექტი "ფერადი ქაღალდებით მოყოლილი ამბები"
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მანანა ყამბარაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
გურჯაანი,  სოფ. ნანიანი
სკოლა
კაჭრეთის საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ფერადი ქაღალდებით მოყოლილი ამბები
პროექტის შინაარსი

     მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელისა და უფროსკლასელთა (V- VI )  დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციას ქაღალდის შესახებ, გაეცნობიან ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიას ძველად და ახლა, გააცნობირებენ მაკულატურის როლს ბუნების დაცვასთან მიმართებაში. გაიაზრებენ ფერადი ქაღალდებით ლამაზი საგნების დამზადების შესაძლებლობას და დაგეგმავენ მოახლოვებულ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით   სიუჟეტური კომპოზიციების შექმნას.   სამ  ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეები  შექმნიან  ნამუშევრებს.  ინტერნეტის საშუალებით შეარჩევენ და შეისწავლიან თუ როგორ დაამზადონ ნაძვის ხეები,  სახლები, ფერიები, ანგელოზები და მუშაობის პროცესისთვის საჭირო სხვა ფიგურები.  სიუჟეტური ნამუშევრის დასრულების შემდეგ დაწერენ  მის შესაბამის თხზულებას.   მოხდება მოძიებული ინფორმაციის, შექმნილი ნამუშევრებისა და თხზულებების პრეზენტაცია.
საგანი/საგნები
ქართული, ხელოვნება
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური,  Iბ- IVკლასი
პროექტის განხორციელების დრო
2 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
·         მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
·         წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით;
ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
·         ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
·         წერს  და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
·         ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
·         ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
ქართ. III. 14. მოსწავლეს შეუძლია  ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.
·         გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, შესაბამისი პირობითი ნიშნებით ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
·         ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
·         წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი ტექსტებისთვის;

ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას.
·   ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს; ს.გ.II.2.
·         ქმნის მარტივ კონსტრუქციებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, მაგალითად: მუყაო, დაჭმუჭნული ქაღალდი, ლითონის ან პლასტმასის კოლოფები და სხვ.;
ს.გ.III.2. მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და  პროცედურის   გამოყენების უნარ ნამუშევრის შექმნისას.  
·   სხვადასხვა მასალით ქმნის მარტივ გამოსახულებებს, კომპოზიცი­ებს;
·   მოძიებული და უკვე ნაცნობი მასალით (ხის ქერქი, ნიჟარა, მავთული, თოკი, ქაღალდი, მძივი, მუყაო და სხვ.) ამზადებს მარტივ ნაკეთობებს და კონსტრუქციებს.
ს.გ.IV. 5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმს და შეასრულსხვადასხვა სამუშაო.
·   გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
ს.გ.I.6.      ს.გ.II.6.      ს.გ.III.6.  
მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
·         მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი, ჯგუფის წევრი);
ს.გ.IV.6.  მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
·           მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში);
·           ჩართულია ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნის პროცესში;
·           იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
  პროექტის მიზანია ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების  განვითარება, მოტორიკის დახვეწა, საკუთარი ხელით კეთების ჩვევის გამომუშავება.
  მუშაობის პროცესში გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა.  მოსაწვლეები შეძლებენ   თანამშრომლობითი და ჯგუფური ურთიერთობის  მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების  განვითარებას.  დააგროვებენ ცოდნას, გააცნობიერებენ  ეკოლოგიურ საფრთხეს. შეიძენენ   გამოცდილებას, რაც მომავალში პრაქტიკული სამუშაოებისა და სასწავლო პროექტის განხორციელებაში დაეხმარებათ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რას ნიშნავს თქვენთვის დღესასწაული?
თემატური კითხვები
განსხვავდება თუ არა დღესასწაულები გარეგნული მახასიათებლებით?
რა  შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე სადღესასწაულო გარემო?

შინაარსობრივი კითხვები
 რომელ დღესასწაულს ველოდებით ამჟამად?  აკეთებთ  ფერადი ქაღალდებით საახალწლო სათამაშიოებს? ხომ არ იცით როგორ მზადდება ქაღალდი, რომელიც ლამაზი საგნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს?  გაინტერესებთ როგორი საახალწლო კომპოზიციები შეიძლება შეიქმნას ფერადი ქაღალდით?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
პროექტის გეგმა
გონებრივი იერიში
თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხები, მინიშნებები
პროექტის მსვლელობისას
ვ-მ-ვ   სქემის შევსება

ინტერნეტძიება 



დაკვირვება

თხზულების შექმნა
ვ-მ-ვ   სქემა

    ინტერნეტის საშუალებით მოძიებული ინფორნაციები, შერჩეული და დამზადებული ფერადი ქაღალდების ფიგურები

   კითხვარის შევსება

ინსტრუქციები წერითი სამუშაოსთვის,  შექმნილი თხზულებები 
პროექტის დასრულების შემდეგ
ვ-მ-ვ სქემის   დასრულება

პრეზენტაცია
ვ-მ-ვ   სქემა

შექმნილი ნამუშევრები
შეფასების მოკლე მონახაზი
   პროექტის დასაწყისში  მოსწავლეების მიერ შესრულებული გონებრივი იერიშის რუკა მოგვაწვდის ინფორმაციას
თუ რა ასოციაციას იწვევს მათში სიტყვა „დღესასწაული“,  პასუხს გასცემს ძირითად კითხვას და დააფიქრებს მათ პროექტის მიმართულებაზე. შემუშავებული  გეგმა შესაძლებლობას მისცემთ სწრად და თანმიმდევრულად განხორციელდეს პროექტი.    „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ სქემის  შევსებით მოსწავლეებს  გაუღრმავდებათ ცოდნა ქაღალდის შესახებ. რამდენჯერმე მივმართავ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას.  პროექტის ჯგუფური სპეციფიკიდან გამომდინარე შეივსება კითხვარი, რომლითაც შეფასდება  თანამშრომლობითი უნარები. 

თანამშრომლობითი შეფასება
დავალება სიუჟეტური კომპოზიციის  შექმნა

ჯგუფის დასახელება:

---------------
5—ჯგუფურ შეხვედრებზე ყოველთვის მომზადებულია, აქტიურად თანამშრომლობს სხვა წევრებთან და ბევრს მუშაობს.

3— ჯგუფურ შეხვედრებზე ძირითადად მომზადებულია, თანამშრომლობს სხვა წევრებთან, დახმარებას უწევს ჯგუფს სამუშაოს შესრულებაში.

1— იშვიათად მოდის მომზადებული ჯგუფურ შეხვედრებზე, ზოგჯერ რთულია მასთან თანამშრომლობა, უმნიშვნელო დახმარებას უწევს ჯგუფს სამუშაოს შესრულებაში.
ჯგუფის წევრები
  თვითშეფასება
თანატოლთა შეფასება
მასწავლებლის შეფასება

   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

   5      3      1
   5      3      1
   5      3      1



დავალება  კომპოზიციის შესაბამისი თხზულების შექმნა


ჯგუფის დასახელება:

---------------
5—ჯგუფურ შეხვედრებზე ყოველთვის მომზადებულია, აქტიურად თანამშრომლობს სხვა წევრებთან და აქტიურად ასრულებს ჯგუფში გადანაწილებულ სამუშაოს.

3— ჯგუფურ შეხვედრებზე თითქმის ყოველთვის  მომზადებულია, თანამშრომლობს სხვა წევრებთან, ინდივიდუალური დავალების შესრულებისას იღებს ჯგუფის  წევრების დახმარებას.

1— იშვიათად მოდის მომზადებული ჯგუფურ შეხვედრებზე, ზოგჯერ რთულია მასთან თანამშრომლობა,   ნაკლებად ცდილობს ჯგუფში  გადანაწილებული  სამუშაოს შესრულებას.
ჯგუფის წევრები
ინდივიდუალური პასუხისმგებლობები

თვითშეფასება
თანატოლთა შეფასება
მასწავლებლის შეფასება

თხზულებისათვის გეგმის შედგენა
   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

გეგმის შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება 
   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

დაწერილი თხზულების შესწორება
   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

დაწერილი თხზულების შესწორება
   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

თხზულების  საბოლოო სახით წარმოდგენა
   5      3      1
   5      3      1
   5      3      1

         პროექტის დასრულების შემდეგ   მოცემული დოკუმენტები დამეხმარება ცოდნის  და შეძენილი უნარ -ჩვევების პროგრესის შეფასებაში.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოტორული უნარები ( გამოჭრა, დაწებება)
მცირე ზომის თხზულების შედგენა
უფროსების დახმარებით ინტერნეტძიება
სასწავლო პროცედურები
     I კვირა - დასაწყისში შემუშავდება პროექტის გეგმა და მოსწავლეები გაეცნობიან  დავალებებს.  კლასის ხელმძღვანელისა და უფროსკლასელთა (V- VI )  დახმარებით მოიძიებენ, დაამუშავებენ  და დაისწავლიან ინფორმაციას ქაღალდის შესახე.  მას წარმოადგენენ პრეზენტაციაზე.
         პროექტის ფარგლებშიუნდა  შეიქმნას სიუჟეტური კომპოზიციები  ახალი წლის თემაზე.  მოსწავლეები გაიყოფიან სამ  ჯგუფად  და იმსჯელებენ თითეული მათგანი რა კომპოზიციას შექმნის და რომელ ფიგურებსა და საგნებს დაამზადებს.  შექმნილი ნამუშევარი უნდა წარმოადგენდეს 3D ფორმატის ერთ სრულ სურათს  და მასზე მოცემული საგნები თემატურად  უკავშირდებოდეს ერთმანეთს ისე, რომ შეიქმნას საახალწლო თხზულება.
    II კვირა -  სიუჟეტური კომპოზიციის შექმნის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ დაწერონ ორიგინალური თხზულება, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
·          იყოს ახალი წლის  თემაზე;
·         იყოს საინტერესო;
·         შეესაბამებოდეს კომპოზიციას;
    თხზულების შექმნაში მონაწილეობს ჯგუფის ყველა წევრი ლიდერის მიერ განაწილებული დავალებების შესაბამისად ( თხზულებისათვის გეგმის შედგენა,  გეგმის შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება,  დაწერილი თხზულების შესწორება,  თხზულების  საბოლოო სახით წარმოდგენა).
      პროექტი დასრულდება მოძიებული ინფორმაციის, შექმნილი ნამუშევრებისა და თხზულებების პრეზენტაციით.


დიფერენცირებული სწავლება
სსსმ  მოსწავლე პროექტში არ მონაწილეობს.
    იმის გამო რომ პროექტზე მუშაობს ოთხი ასაკობრივი ჯგუფი,  დიფერენცირებაში   მათთან ასაკის   შესაბამისი დავალებების შერჩევა მოიაზრება.   წარმოდგენილ აქტივობებში სურვილისამებრ დაეკისრებათ იმ სამუშაოს შესრულება,  რომელსაც შეძლებენ. თუმცა  გათვალისწინებული იქნება ის მომენტიც,  რომ შესაბამის შედეგს აუცილებლად მივაღწიოთ.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ü  კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
ü  მობილური ტელეფონი
ü  ფოტო/ვიდეო კამერა
ü  პრინტერი
ü  ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
მოსწავლის ბუკები
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ü  ტექსტური რედაქტორი
ü  ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ინვენტარი/მასალები
მუყაოს დიდი ფორმატები, ფერადი ქაღალდები,  მუყაოს პატარა ყუთები და ნამუშევრის შექმნისთვის  საჭირო კლასში  ხელმისაწვდომი   ყოველდღიური მასალები.
ინტერნეტრესურსები
https://www.youtube.com/watch?v=RzqFU-QfBG0
https://www.youtube.com/watch?v=F3p2bofbc7g
https://www.youtube.com/watch?v=70bNQDQHMQk
https://www.youtube.com/watch?v=eMZE0-zusiY
https://www.youtube.com/watch?v=nA-X7HUJkus
სხვა რესურსები
დაწყებითი საფეხურის(V - VI  კლასები) 3 მოსწავლე, მშობლები.

1 comment: