2019 წლის დაწყებითი კლასების კვირეულის ფარგლებში გაიმართა IIბ IIIბ IVბ კლასების მიერ განხორციელებული პროექტის "წიგნების სამყარო" პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს სარეკლამო ბუკლეტები წიგნის მნიშვნელობაზე, ჩაატარეს გამოკითხვა და ანკეტირების საშუალებით გამოავლინეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა საყვარელი წიგნი და ავტორი. შექმნეს კედლის გაზეთი. მნიშვნელოვანი იყო ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის მოთხრობების გაცნობა და ინსცენირება.


კვირეულის ფარგლებში IIIბ IVბ კლას-კომპლექტში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა გამოფენა "დედამიწა საფრთხეშია"
IIIბ IVბკლას-კომპლექტში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი "საზრიანი და მოხერხებული" . შეჯიბრი ორ ეტაპად მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა გამოავლინეს სხარტი, ლოგიკური აზროვნება. შეასრულეს პრაქტიკული დავალებებიც. ორ გუნდად გაყოფილი კლასიდან ორივე თანაბარი ქულებით მიიწევდა ფინალისკენ და შეჯიბრიც ფრედ დამთავრდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა ყველაზე საზრიანისა (ალექსანდრე აროშვილი) და ყველაზე მოხერხებულის (ბარბარა ქერეჭაშვილი) ტიტულის მქონე მოსწავლეები.


No comments:
Post a Comment