სასწავლო პრაქტიკაში ტრანსფერის მნიშვნელობის
შესახებ უკვე მოგახსენეთ. ახლა განვიხილავ ტრანსფერის
სახეებს.
ახლო ტრანსფერი ხორციელდება
მაშინ, როცა ახალ ცოდნას მსგავს გარემოში ვიშველიებთ. მაგალითად: საგნობრივი
უნარები, რომლებსაც რომელიმე
ერთი საგნის
ფარგლებში ფლობს მოსწავლე და საჭიროებისამებრ იყენებს
სხვა საგანშიც.
შორი ტრანსფერი ხდება კონტექსტისგან ძლიერ განსხვავებულ სიტუაციაში. მაგ:
თუ კარგად თამაშობ ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც საჭადრაკო პარტიას სჭირდება, შეიძლება გამოიყენო
ბიზნესშიც ან ინვესტიციების
დაბანდებისას. ჭადრაკში წინასწარ უნდა გათვალო მოსალოდნელი შედეგი და აარჩიო საუკეთესო სვლა, რომელიც უმოკლეს ხანში მოგიტანს მოგებას. წინასწარი გათვლები საჭიროა ბიზნესშიც. ჭადრაკი და ბიზნესი ერთმანეთისგან შორს
არის, ამიტომ ეს შორი ტრანსფერია. სწავლა-სწავლებასთან მიმართებით ეს ცნება გულისხმობს სკოლაში ნასწავლის გამოყენებას არასასწავლო გარემოში, მაგალითად, მათემატიკის ცოდნა ბიზნესის დაგეგმვისას.
პოზიტიური ტრანსფერი წინარე გამოცდილებიდან ნასწავლის სხვა კონტექსტში გადატანის შესაძლებლობას გაძლევს და პოზიტიური
შედეგი მოჰყვება. მაგ: თუ
ისწავლე მონაცემების შეგროვება და
ორგანიზება,
სხვა შინაარსის მონაცემებთან მუშაობა გაგიადვილდება. ეს შეიძლება პოზიტიურ ტრანსფერად ჩავთვალოთ.
ნეგატიური ტრანსფერი თუ
მონაცემებზე მუშაობა ძალიან
ბევრი ასპექტის მოძიებას ან
ორგანიზებას მოიცავს და
შესაძლებელია თავი ვერ გაართვა.
მარტივი ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც მცირე ძალისხმევაა საკმარისი ტრანსფერის განსახორციელებლად. მაგ: თუ მოსწავლეები
სწავლობენ თემას -
ამინდზე დაკვირვება, მასწავლებელი მიუთითებთ, სად შეიძლება ამინდის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზის მოძიება, ისინი კი ლაშქრობისთვის მზიან დღეს
შეარჩევენ.
რთული ტრანსფერი ხდება
უფრო კომპლექსური დავალებების შესრულებისას, როდესაც შედეგის მისაღწევად მრავალმხრივი, მრავალჯერადი ტრანსფერია საჭირო.
ავტომატური (გაუაზრებელი) ტრანსფერის დროს, ადამიანი სპონტანურად პასუხობს სიტუაციას, რომელიც ძალიან ჰგავს გარემოს, რომელშიც მან საჭირო ცოდნა აითვისა. მაგალითად, კითხვის უნარს ყოველგვარ გარემოში დაუფიქრებლად ვიყენებთ.
გააზრებული ტრანსფერის მაგალითად,
შესაძლებელის მივიჩნიოთ ცოდნა, რომელსაც მასწავლებელი
ტრენინგზე იღებს და გადააქვს
პრაქტიკაში. მაგ: სწავლობს კლასის მართვას და კონფლიქტის წინაპირობის დანახვისას იხსენებს
რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ ვითარებაში, რას ამბობდნენ ტრენინგზე კოლეგები ამის შესახებ, რა მაგალითები მოჰყავდათ საკუთარი გამოცდილებიდან.
No comments:
Post a Comment