Sunday, April 1, 2018

ტრანსფერი სასწავლო პროცესში


ჩემთვის   ცნობილია,  რომ  არსებობს  კომპეტენციები,  რომელთა ფლობა გადამწყვეტია  თანამედროვე სამყაროში, რათა ადამიანმა თვითრეალიზება და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება შეძლოს. ამ კომპეტენციების დაუფლება სკოლიდან იწყება. სკოლა ხელს უნდა უწყობდეს პრაქტიკული თუ სიმბოლური აზროვნების განვითარებას, სწავლის ჩვევების გამომუშავებას (იმის სწავლებას, როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ უკეთესად), აზროვნების სხვადასხვა დონის, ინოვაციური და ტრანსფერული (გადატანითი) უნარ-ჩვევების განვითარებას.  მოსწავლემ უნდა  შეძლოს  შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარებაც                   
ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს:   
1. სტატიკური ანუ დეკლარაციული ცოდნა, როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები, ცნებების განმარტებები, ფორმულები (მაგ: ზმნის განმარტება,  შეკრების წესი);   
2. დინამიკური ანუ პროცედურული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ცოდნის  რეალიზების საშუალებას აძლევს (მაგ: თუ   შეკრების წესის გამოყენებით ხსნის მაგალი თებს);                   
 3. ფუნქციური ანუ ტრანსფერული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში, მოახდინოს ცოდნის გადატანა ანუ ტრანსფერი.
ტრანსფერი რომელიმე სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს.

      დიმიტრი უზნაძის თეორიის  თანახმად აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის/გადატანის უნარი.   თუკი  მოსწავლე გადაჭრის ერთ ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: “აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს”.

       ტრანსფერს  საკმაოდ  ხშირად ვიყენებთ  ყველგან, სადაც კი გვჭირდება რაიმე ტიპის ცოდნა, უნარი, სტრატეგია. ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის   საშუალებით    ხდება  წინსვლა.  ისეთი  ყოფითი  საკითხი,  როგორიცაა მაგალითად  საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ხორციელდება  ტრანსფერის  საშუალებით,   რადგან სასურველი  გარემოს მოსაწყობად ახალი ცოდნის მიღება  საჭირო  მიღებული  ცოდნა  კი  დასახული  მიზნისთვის  გამოიყენება.
      განათლების სპეციალისტებისთვის თავსატეხი ყოფილა ის თუ, რა შემთხვევაში ხდება ან არ ხდება ტრანსფერი   საგნობრივი ცოდნის ტრანსფერის პრინციპის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მოსწავლეებმა გაიგონ თეორიული ცოდნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში,  მის პრაქტიკულ საქმიანობაში, ასევე, შეეძლოთ ათვისებული ცოდნის გამოყენება იმ პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც წამოიჭრება მათ წინაშე. ასეთი უნარ-ჩვევები არის მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი.  აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწავლებისას დამყარდეს კავშირი „ცოდნა-ცხოვრება“:     ცხოვრებიდან ცოდნისაკენ, ცოდნა - ცხოვრებაში.
    განვითარების პროცესში მყოფი მოზარდის გონება იწყებს ზოგადი კონცეფციებით აბსტრაქტული სამყაროს შექმნას და რეალობის ახლებურად აღქმას. თანამონაწილეობის განცდა ადამიანისა და სამყაროს კავშირის  მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის გააზრების საშუა ლებას აძლევს. მოსწავლეები უფრო რეალისტურად აღიქვამენ თავიანთ როლს სამყაროში.   მტკიცებულებებისა და სიმართლის ძიების   პროცესი  აყალიბებს  მათში  უამრავ  უნარ-ჩვევას,  რომელსაც შემდგომ ცხოვრებაში  იყენებენ.  ცხოვრება  კი          მათი იდეების ღირებულების  შეფასებისა და შემოწმების საშუალება ძლევ.                                                                                                                                           
ჩემი, როგორც მასწავლებლის მიზანია, თეორიული ცოდნის დინამიკურ და ტრანსფერულ ცოდნად გარდაქმნა, არა მარტო ცოდნისა  და სხვადასხვა  უნარ-ჩვევები  მოსწავლეებათვის გადაცემა, არამედ მოსწავლეთა იმ იდეებით დაინტერესება, რომლებიც მათ მიერ მიღებულ ცოდნას  უდევს საფუძვლად.  ამით   სწავლების პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება.
ტრანსფერი თავისთავად არ ხდება. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა. ტრანსფერი რომ განხორციელდეს    უნდა გავითვალისწინო  მისი ხელშემწყობი პირობები:
 1. ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი უნდა იყოს;
 2. სწავლების პროცესში ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ შეძენილი გამოცდილება მოსწავლემ შესაძლოა სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენოს;
 3. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
     ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული   თუ  გარკვეულ დროს დავუთმობ  საკითხის ფართოდ განხილვას და მოსწავლეებს მივუთითებ სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებსა და ფაქტებზე მაგალითად,  ვულკანის  ამოფრქვევის   ოგორც მოვლენის სწავლებისას სწავლეებს  მივუთითებ   და  რუკაზე  მოვაძებნინებ  შესაბამის ადგილებს,   ასევე  პრაქტიკულად  მათ მიერ  შექმნილი  მოდელების   გამოყენებით მოვახდენ ვულკანის  ამოფრქვევის  იმიტირებას
      ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს.  ყოველი  მოგვარებული პრობლემა იქცევა წესად, რომელიც სამომავლოდ სხვა პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება  მათ.
         ოჯახურ  თუ  სასკოლო  გარემოში ყოფნისას,  როდესაც  სწავლობ, როგორ მოიქცე   ადამიანებთან,  როგორ მოთოკო თავი, არ აჰყვე გამაღიზიანებლებს,  გამოიმუშავებს   საკუთარი ემოციების მართვის უნარს,   ამ  უნარ-ჩვევების  ტრანსფერი  თავს  იჩენს  სხვადასხვა  სიტუაციაში,  გარემოში  და  ადამიანებთან  ურთიერთობაში.
    ტრანსფერი განათლების საძირკველია.  ბავშვებს კითხვას  არ ვასწავლით მხოლოდ  კონკრეტული  დავალების  ამოსაკითხად.   უბრალოდ ვასწავლით კითხვას, რომელსაც ის ნებისმიერ ვითარებაში:  სტატიის კითხვას, საქმიანი დოკუმენტაციის   წარმოებისას,  თვალსაწიერის გასაფართოებლად  ლიტერატურის კითხვისას გამოიყენებს და ყველა ცალკეული შემთხვევისთვის სწავლებაზე დროს აღარ ვკარგავთ.  მოსწავლეების  მიერ  დაწერილი  მცირე  ზომის  თხზულებები ერთგვარი ტრანსფერია,  თუ   შეიცავს   შედარებას,  საკუთარი  გამოცდილების აღწერას.
      თუ  ბავშვი უცხო ენ  სწავლებისას   შეამჩნევს, რომ ზოგიერთი სიტყვა უსწავლელადაც ესმის, ენის სწავლის,  წერის,  კითხვის   სტრატეგიებსა ადვილად  ყენებ   უცხო  ენაზე დაწერილი  ტექსტის სწავლების პროცესში  ნიშნავს  რომ  ტრანსფერ   განხორციელდ.
       მათემატიკ იმისთვის  ვასწავლით, რომ მომავალში  შეძლონ  ოჯახის ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვა, საყიდლებზე სიარული, აითვისო პროფესია, რომლისთვისაც მათემატიკური საფუძვლები მნიშვნელოვანია  და  არა მხოლოდ იმისთვის,  რომ  მაგალითების  ამოხსნა  შეძლონ.
         მასწავლებელმა ერთნაირი  აქტივობის  შესრულება უნდა მოსთხოვოს   მოსწავლეს სხვა ტიპის  დავალებაზე  მუშაობისას. მაგ:   IV  კლასში ბუნებისმცოდნეობაში მოგზაურობების  შესწავლისას,   პარალელურად   ქართულის  გაკვეთილებზე შეიძლება მოხდეს    მსგავსი  შინაარსით  წარმოდგენილი  ინფორმაციული  ტექსტების შესწავლა. მოსწავლეები სხვადასხვა ტექსტში შეძლებენ  მსგავსი თუ  განსხვავებული ფაქტებისა და  დამოკიდებულების ამოცნობას,  შემეცნებას, აღწერას.   გაკვეთილებზე  შეძენილი  ცოდნით   მოახერხებენ აზროვნებას, სამყაროს სხვადასხვა კუთხით აღქმას 
            ტრანსფერის მრავალი სახე არსებობს.   შესაძლებელია მათგან ერთ-ერთი მაინც გახდეს თქვენი ინტერესის საგანი. ამიტომ შემდეგისათვის შვეცდები ამომწურავად წარმოგიდგინოთ ტრანსფერის სახეები.

No comments:

Post a Comment