ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
განმავლობაში, მოსწავლეებზე დაკვირვების პარალელურად გავაკეთე დასკვნა,
რომ შესაძლებელია ფანტაზია გამოვიყენო როგორც საგაკვეთილო რესურსი, რომელიც სასწავლო მასალის სხვადასხვა კუთხით გააზრებაში დამეხმარება. თუკი დროს მოვიტოვებთ
იმისათვის, რომ „გავისეირნოთ“
ტექსტის პერსონაჟებთან ერთად,
გავესაუბროთ მათ, დავიცვათ
ან გავაკრიტიკოთ, გავაგრძელოთ
მოთხრობა,
მოვძებნოთ განსხვავებული დასასრული, დამერწმუნეთ მოტივაცია მეტად მაღალი იქნება და
ამასთანავე ხელს შევუწყობთ შემოქმედებით და ფანტაზიის უნარებს. ვიზუალური
რესურსის გამოყენებასთან ერთად მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ დავალება,
რომლის შესრულებისთვისაც საჭირო
იქნება რაიმეს წარმოდგენა.
ფანტაზიის,
ტრანსფერსა
და შემოქმედებითი
უნარების განვითარებისთვის შესაძლებელია მივმართოთ დიორამას,
აპლიკაციებისა და კოლაჟების
შექმნას.
თანამედროვე მოსწავლე, თუნდაც ის დაწყებითი
საფეხურზე იმყოფებოდეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. იმისათვის, რომ იყვნენ კრეატიულები, თანატოლებისათვის სასურველი მეგობრები, ისწავლონ თანამშრომლობა, სასწავლო
პროცესი აღიქვან როგორც სასიამოვნო და სახალისო, მათთვის
შეთავაზებული აქტივობები ხელს უნდა უწყობდეს მრავალგვარი უნარ-ჩვევის
განვითარებას. ასეთი აქტივობების რიცხვშია ქვემოთ მოცემული აქტივობები:
როლური
თამაში - ბავშვები
ათამაშებენ სიუჟეტებს და ასრულებენ სხვადასხვა როლს, ბაძავენ სხვის ქცევას, უვითარდებათ ფანტაზიის
უნარი და უყალიბდებათ ურთიერთობის ახალი ფორმები. ეცნობიან სოციალურ ურთიერთობებს
და ნორმებს, კულტურულ ტრადიციებს. სიუჟეტურ-როლური თამაში საფუძვლად ედება
აზროვნების განსაკუთრებული თვისებების ფორმირებას, რომელიც საშუალებას აძლევს
ბავშვს დადგეს სხვა ადამიანების პოზიცია ზე, გაითვალისწინოს და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი ქცევა.
დაუმთავრებელი
ნახატები - მასწავლებელი მოსწავლეებს სათითაოდ
ურიგებს დაუსრულებელ ნახატებს და სთხოვს, რომ დაასრულონ. შესაძლებელია
მივუთითოთ სამუშაო დრო.
თითოეულ მოსწავლეს ევალება
წარმოად გინონ საკუთარი
ნამუშევარი და ისაუბრონ ნახატის შესახებ.
კითხვა სხვადასხვა ინტერპრეტაციით - ამ აქტივობების დახმარებით მოსწავლეები მხოლოდ საჭირო ინფორმაციას კი არ იმახსოვრებენ, არამედ ითავისებენ ამა თუ იმ პერსონაჟის ამბავს, თვისებებს, თავგადასავალს. ყველაზე მეტად კი ის მოსწონთ, რომ შეუძლიათ, საკუთარი ინტერპრეტაციით შეცვალონ სიუჟეტი, შეავსონ ან დაასრულონ თავგადასავალი, ანუ წიგნის თანაავტორად იქცნენ.
იმპროვიზაცია - ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა
ფანტაზიით შექმნილ სამყაროში სამოგზაუროდ. პატარა მსახიობებმა მიღებული ინფორმაციის ან წარმოსახვითი ინტერპრეტირების შედეგად უნდა მოახერხონ პერსონაჟის ბუნების გახსნა. ტექსტის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. სიუჟეტი
უნდა იყოს დინამიკური, პერსონაჟები კი ერთმანეთისგან განსხვავებული. შეგვიძლია, აქტივობას შეჯიბრების სახე მივცეთ.
თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით - მთხრობელი მაქსიმალურად ირგებს პერსონაჟის თავგადასავალს: პირველ პირში გადმოსცემს გმირის თავს გადახდენილ ამბავს, ჰყვება სიტუაციის შესაბამისი ემოციით, მწირი ინფორმაციის შემთხვევაში ამბავს ვარაუდებით ამდიდრებს. საუკეთესო შემთხვევაში მოსწავლე იყენებს ტექსტში გამოყენებულ ლექსიკურ ერთეულებს, აღწერს ამბავს ხატოვანი ენით, იცავს სიუჟეტის თანმიმდევრობას. თხრობის პროცესში მნიშვნელოვანია ადეკვატური ჟესტებისა და მიმიკის ჩართვაც. ინტერპრეტაცია იმდენნაირია
რამდენი მოსწავლეც არის. მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის დამუშავებისას შესაძლებელია
მოკლე შინაარსის, ეპიზოდის ან დეტალური თხრობა, და, რაც მნიშვნელოვანია, თხრობა პერსონაჟის პოზიციიდან. მოსწავლეებს ასე
დამუშავებულ ტექსტის დავალებების
შესრულება არ ეზარებათ. ისინი სიამოვნებით დახატავენ კლასში უკვე მრავალი ინტერპრეტაციით წაკითხულ ამბავს და თხზულების მოკლე შინაარსის დაწერაზეც აღარ იწუწუნებენ.
ტექსტისთვის სავარაუდო დასასრულის შერჩევა - ბავშვებს მწერლობანას თამაში ძალიან უყვართ. ფურცელი ბავშვებს რიგრიგობით გადაეცემა, ყველა მოსწავლე ერთ-ორ წინადადებას ამატებს წინამორბედის მონათხრობს. ამბის დასრულებამდე მონაწილეებისთვის უცნობია სიუჟეტის განვითარება და დასასრული, რაც ამძაფრებს ინტერესს და პასუხისმგებლობას საერთო საქმის მიმართ. წერის დაწყებამდე ზოგადი მონახაზის გაკეთება, თემატიკის ამორჩევა, პერსონაჟების დასახელება და
ა.შ. აუცილებელია. ამ აქტივობაში ბოლო მოსწავლეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია, მან კვანძი უნდა გახსნას. ამიტომ დასაშვებია მასწავლებელმა დასასრულის ავტორიც თვითონ შეარჩიოს. თხზულების პრეზენტაციის შემდეგ მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წაკითხვაც შეიძლება. ამ დროს თავიანთ ქმნილებას ახლა უკვე მკითხველის თვალით შეისწავლიან.
საკუთარი
წიგნი (დიდი წიგნი) -
მოსწავლეების მიერ შექმნილი
წიგნები, რომლის თემატიკას
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად
ირჩევს. ეს შეიძლება
იყოს გამოცანები, ზღაპარი,
მოთხრობა. საკუთარი წარმოდგენით აფორმებს მას. ხატავს სიუჟეტურ სურათებს, ყურადღებას
აქცევს გარეკანის დიზა ინს, ასოთა
მოხაზულობას, ტექსტს.
წარმოდგენილი აქტივობები მნიშვნელოვანად
შეუწყობს ხელს:
- ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას;
- წარმოსახვით სამყაროსთან შეხებას;
- ფანტაზიის განვითარებას ;
- მოგზაურობით დაინტერესებას;
- თხზულებებისა და ამბების წერილობით გადმოცემას;
- მსგავსი თემატიკის ლიტ-ით დაინტერესებას;
- ექსპრესიული მეტყველების განვითარებას;
24 თებერვალი 2018
როგორ განვავითაროთ ფანტაზია დაწყებით კლასებში
დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ურთიერთობით თანდათან უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათ სამყაროში შეღწევა შესაძლებელია, ამ სამყაროს გაგება კი ძალიან ძნელი. ისინი საკუთარი უკიდეგანო სივრცეების წარმომადგენლები არიან და გამოგონილი წესებით, კანონებით, ძალიან მტკიცე და შეურყეველი მოსაზრებებით ცხოვრობენ. გააჩნიათ კარგისა და ცუდის, მეგობრობის, მშობლებსა თუ მასწავლებლებთან ურთიერთობის თავისებური გააზრება.თითეული მათგანის წარმოდგენებს, შეგრძნებებს, განცდებს, ემოციებსა და ფიქრებს მასწავლებელი ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს,, რათა უნებლიედ არ დააზიანოს და საგნის მიმართ ინტერესის, მოტივაციის დაკარგვა ან კომპლექსების გაჩენა არ გამოიწვიოს.
დაწყებითი კლასებში ფორმირდება ხედვა, ღირებულებები, სურვილები, მისწრაფებები. ამ ასაკში ცნობიერში ყალიბდება მე პიროვნება. პირველივე კლასიდან მასწალებელმა უნდა შეძლოს და ჩაეჭიდოს მოსწავლეების ბუნებრივ ინტერესებს ფანტაზიის, ზღაპრების, ჯადოსნობის, შეუცნობელის მიმართ, რომ სასწავლო პროცესი მათთვის მომაბეზრებელი რუტინა და ვალდებულება არ იყოს.
ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის არსებობს სხვადასხვაგვარი აქტივობები. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს
ოცნების ქალაქი – გამოიგონონ ამბები, რომელიც არარსებულ ქალაქში მიმდინარეობს. ამბებთან ერთად დახატონ მთები, მწვერვალები, ღრუბლები, სახლები კიბეებით, ფანჯრებით, საფეხურებით. ამ ქალაქში იპოვონ საკუთარი თავი და მეგობრები. დაიპყრონ მწვერვალები, იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, მოხვდნენ სხვადასხვა პლანეტებზე.
წარმოსახვითი სავარჯიშოები - ბავშვები ხუჭავენ თვალებს და ხვდებიან მასწავლებლის მიერ სიტყვების საშუალებით დახატულ გარემოში. მიენდობიან ხმას, რომელსაც ისინის მიჰყავს ჰორიზონტს მიღმა, სდაც იწყება ამბავი. ამბავი, რომლის დასასრული თვითონ უნდა მოძებნონ, რადგან საკუთარი ნებით შევიდნენ წარმოსახვის ამ უცნაურ სივრცეში.
No comments:
Post a Comment